{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საქველმოქმედო აქციაში 69 ოჯახი ჩაერთო


    საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“(ხელმძღვანელი მაია კვეზერელი-კოპაძე) ხარაგაულში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა. მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ინიციატივით საერთაშორისო ასოციაციამ ხარაგაულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტანსაცმელი გადასცა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან საქველმოქმედო აქციაში 69 ოჯახი ჩაერთო.
    25 ნოემბერს საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნანა კიკნაძემ, „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ხელმძღვანელმა ეკა შავიძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტანსაცმელი პირადად გადასცეს.
    შეგახსენებთ, რომ ასოციაციას „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებს უკვე 23 წელია ახორციელებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა მადლიერებას გამოხატავს აღნიშნული ორგანიზაციისა და მისი ხელმძღვანელის მაია კვეზერელი-კოპაძის მიმართ იმ ქველმოქმედებისათვის, რასაც ხარაგაულში ახორციელებენ.

     

    30 ნოემბერი 2015

    ნანახია: 674 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი