{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ტრენინგი მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა

    27 ნოემბერს „საქართველოს მოხალისის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კოორდინატორების თამარ მაღრაძისა და თამარ კამკამიძის ინიციატივით „ხარაგაულელ მოხალისეებს“, თემაზე - „ნარკომანია“, ტრენინგი ჩაუტარდათ. ლექცია ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ (დირექტორი ეკა შავიძე) სპეციალისტმა მარიანა ბურჯალიანმა წაიკითხა.
    რა არის ნარკოტიკი, რა საფრთხე ახლავს ნარკოტიკების მიღებას, საიდან წარმოიშვა და გავრცელდა იგი და როგორ ხდება ნარკომანიის პროფილაქტიკა - ამ თემებზე ტრენერმა დამსწრეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. ტრენინგის მიმდინარეობისას მოხალისეები აქტიურად იყვნენ ჩართულები აქტივობებში, შეასრულეს სახალისო სავარჯიშოები და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დისკუსიაში. იმსჯელეს თუ რა ფაქტორები განაპირობებს ნარკოტიკზე დამოკიდებულებას, რა შედეგამდე მიჰყავს ადამიანი და მისი გარშემო მყოფები მაგავსი საშუალებების გამოყენებას.
    მარიანა ბურჯალიანი - მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის სპეციალისტი:
    „არსებობს თემები, რომლებზე საუბარიც არასდროს არის ზედმეტი. დღეს მოზარდების უმრავლესობა საკმაოდ ინფორმირებულია ნარკოტიკების შესახებ, თუმცა კიდევ ერთხელ ვრცლად ვისაუბრეთ ამ თემის ირგვლივ. ხარაგაულის მოხალისეებთან ერთად საკმაოდ საინტერესო სესია გამოგვივიდა. ბავშვები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები. ვითამაშეთ საინტერესო თამაშები და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.“
    თამარ მაღრაძე - „საქართველოს მოხალისის“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კოორდინატორი:
    „დღევანდელმა ტრენინგმა წარმატებით ჩაიარა. მსმენელები მიხვდნენ, თუ რამდენად საზიანოა ნარკოტიკი ადამიანის ორგანიზმისთვის. ვთვლი, რომ მსგავსი აქტივობები მომავალი თაობის სწორად აღზრდის საწინდარი იქნება“. „მოხალისეების“ სახელით მადლობას ვუხდი „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურ ცენტრს“ მხარდაჭერისთვის.
    №2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ლიკა სიხარულიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა - „ძალიან კმაყოფილები ვართ. განსაკუთრებით თამაშები მოგვეწონა. ტრენინგი ძალიან სახალისო და დინამიური იყო. მართალია, ვიცოდით ნარკომანიის შესახებ, მაგრამ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღეთ და კიდევ უფრო ბევრი რამ გავიგეთ. ძალიან კარგია, რომ მსგავსი სახის ტრენინგები იმართება, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვისაა სასარგებლო.“

      

     

    30 ნოემბერი 2015

    ნანახია: 948 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი