{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საღამო ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და №2 საჯარო სკოლის ინიციატივით გაიმართა

    დღეს, ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში პოეტ გიზო თავაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეტის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს. გიზო თავაძეს მიესალმნენ და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს ქალბატონმა მერი გიორგიძემ, იზა ვეფხვაძემ, იზოლდა ოკრიბელაშვილმა. პოეტს საკუთარი ბიოგრაფიიდან და შემოქმედებიდან შეკითხვები დაუსვეს ახალგაზრდებმა.
    იზა ვეფხვაძე: ,,დღევანდელი დღე ნამდვილად ლამაზი და გამორჩეული იყო ხარაგაულისათვის. მადლობა მინდა ვუთხრა ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსს ბატონ დავით კიკნაძეს და ვალერი გოგნაძეს, რომელთა ინიციატივით გაიმართა საღამო. ხარაგაულს ნამდვილად დიდი ქართველი, პოეტი, შემოქმედი სტუმრობდა, რომელიც თავის შემოქმედებაში იტევს ქართველობას, ღირსებას, ჭეშმარიტ ქართულ სიტყვას. ვფიქრობ, ხარაგაულში კიდევ ერთი ლამაზი დღე შედგა და რაც მთავარია, ამას ესწრებოდნენ ახალგაზრდები და ბატონმა გიზომ მათ კიდევ ერთი – კარგი ქართველობის მაგალითი მისცა.“
    ბატონმა გიზო თავაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ შეხვედრა ძალიან თბილი და კარგად ორგანიზებული იყო. ,,ბავშვებმა არაჩვეულებრივი ორატორობით შეასრულეს ლექსები. აქ ბევრი მეგობარი მყავს და ხარაგაული ერთ–ერთი უსაყვარლესი კუთხეა ჩემთვის. მადლობა ხარაგაულს, ღონისძიების ორგანიზატორებს, ეს ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდებისთვის, რადგან მწერალთან, პოეტთან შეხვედრა, ლექსის წაკითხვა, რაღაც დადებითს აღძრავს მათში და მიმაჩნია, რომ არცერთმა მწერალმა არ უნდა თქვას უარი ბავშვებთან შეხვედრაზე.“
    საღამოს მომზადებაში დიდი წვლილი შეიტანეს №2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ნინო ბარბაქაძემ, ნაზი ჭიპაშვილმა და რუსიკო თაბაგარმა.
    რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ შეხვედრაზე განაცხადა: „გიზო თავაძის შემოქმედებას ეროვნული დვრიტა უდევს საფუძვლად, რაც ჩვენთვის, განსაკუთრებით კი მომავალი თაობისათვის მნიშვნელოვანია.“

      

     

    26 ნოემბერი 2015

    ნანახია: 769 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0794
    3.4908
    4.1791
    4.0259
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი