{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ა(ა)იპების თანამშრომელთა ხელფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან

    24 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძე, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი, ამავე სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი, ა(ა)იპების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

    შეხვედრაზე, დისკუსია გამოიწვია ა(ა)იპების დაფინანსების საკითხმა. მათ უმრავლესობას გამოყოფილი ბიუჯეტი არ ყოფნის. განსაკუთრებით ეს ეხება „ხარაგაულდასუფთავებას“, რომლის განკარგვის ზონა მუნიციპალიტეტის მასშტაბით კიდევ უფრო იზრდება. მსგავსი პრობლემები აქვს ა(ა)იპ „ხარაგაულკეთილმოწყობას“; საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ და ა.შ.
    საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმალა 2009“-სთვის 2016 წელს 183 000 ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული. სავარაუდოდ, მომავალ წელს ,,ჩხერიმელას“ თანადაფინანსება ექნება. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ვალერი ჭიპაშვილი კონკრეტული ინიციატივებით გამოვიდა
    ვალერი ჭიპაშვილი: „ჩემი ინიციტივაა, მაშინ როცა მომავალი წლიდან „ჩხერიმელას“ თანადაფინანსება ექნება, კლუბს მოვაკლოთ 20 000 ლარი და რელიგიის მიმართულებით მივმართოთ, ხოლო 3 000 ლარი ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახებისთვის გამოვიყენოთ. საბედნიეროდ, მიმდინარე წელს შობადობის ზრდა შეიმჩნევა, ამიტომ ამ მიმართულებით უნდა გავითვალისწინოთ და ფინანსები გავზარდოთ. ასევე, მუდვივად საკამათოა  „ახალი ხარაგაულის“ დაფინანსების საკითხი, რომელიც მუნიციპალიტეტის სამართლებრივ აქტების გამოცემას და მოსახლეობისათვის უფასოდ დარიგებას უზრუნველყოფს. ვფიქრობთ, სამართლებრივი აქტების დაბეჭდვა ტენდერზე გავიტანოთ.“
    შეხვედრაზე ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა, რომ ბევრმა ა(ა)იპმა გაიფართოვა თავიანთი მოქმედების არეალი და ერთმანეთის საქმიანობას კვეთენ. დასარეგულირებელია ასევე, ა(ა)იპების თანამშრომელთა ხელფასები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან“- განაცხადა ვლადიმერ გელაშვილმა.
    „არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სამსახურში არ დადიან და ისე იღებენ ხელფასებს“ – აღნიშნა შალვა ლურსმანაშვილმა. ა(ა)იპების თნამშრომლების საქმიანობას შეეხო, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მანანა ბარბაქაძე რომელმაც განაცხადა: „ჩვენ აქ საკადრო პოლიტიკას არ ვწყვეტთ, მაგრამ არასამართლიანია, როდესაც ერთი ადამიანი მუშაობს 2 ან 3 ადგილზე და იღებს ხელფასს, მაშინ როდესაც ხარაგაულში ბევრი მოქალაქე დაუსაქმებელია. გააკონტროლეთ ა(ა) იპებმა აღნიშნული საკითხი.“
    შეხვედრაზე, საკრებულოს წევრმა იური ლურსმანაშვილმა სატრანსპორტო ხარჯებთან დაკავშირებით ისაუბრა: „მუნიციპალიტეტის ბალანსზე 18 ავტომობილია, რომელთა მოვლა–შენახვა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, უნდა მოხდეს პერსონალური ავტომობილების შემცირება.“ აღნიშნული ავტომობილების ღირებულების შეფასება ეკონომიკისა და ქონების სამსახურის განსახორციელებლია.
    საკრებულოს წევრმა, შალვა ლურსმანაშვილმა წამოაყენა ინიციატივა „გზების მოვლა–შენეხვაზე გამოყოფილი თანხა, 180 000 ლარი, შემცირდეს და თანხის გარკვეული ნაწილი ხიდ–ბოგირების შესაკეთებლად გადავიტანოთ. ასევე, აუცულებელია ორი მდინარის რახიელასა და ჯიხველას კალაპოტების გაწმენდა, შესაძლოა, მათმა ადიდებამ სერიოზული საფრთხე შეუქმნას მოსახლეობას.“

     

    25 ნოემბერი 2015

    ნანახია: 668 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი