{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის საკრებულოში, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას საბეს მოსახლეობა დაესწრო

    24 ნოემბერს საკრებულოში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას  სოფელ საბეს მოსხლეობა დაესწრო. მათ სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში დახმარება ითხოვეს. სოფელი განსაკუთრებით მწვავედ განიცდის ელექტროენერგიის გამრიცხველიანების საკითხს, სოფელი ჯერ ისევ საერთო მრიცხველიდან აღებული მაჩვენებლით იხდის გადასახადს. ანუ მოსახლეობას გაცილებით მეტი თანხის გადახდა უწევს, ვიდრე ეს ტარიფითაა განსაზღვრული. საბეს მოსახლეობა „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ გამრიცხველიანების დაჩქარებას სთხოვს. მანანა ბარბაქაძე „ენერგო–პრო -ჯორჯიას“  წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ მათ დაჰპირდა, რომ სოფელ საბეში წლის ბოლომდე მოხდება აღნიშნული პრობლემის მოგვარება.სხდომაზე სოფლის მოსახლეობამ ასევე მოითხოვა  საბეში, მდინარე ყარნებაზე გამავალი ხიდ–ბოგირის გაკეთება. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ აღნიშნა,ხიდ–ბოგირზე  გაკეთდება  პროექტი  და მას  მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ.

    25 ნოემბერი 2015

    ნანახია: 427 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი