{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა იმერეთის რეგიონის სოციალური მომსახურების წარმომადგენლებს შეხვდა


    24 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის მოწვევით სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსი, ნინო ჭიღლაძე, იმერეთის სამხარეო ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ნინო თადუმაძე და კონტროლის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კონსტანტინე ცქიფურიშვილი ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის იმ ოჯახის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომელთაც ახალი გადამოწმების შედეგად, სოციალური დახმარება შეუწყდათ და სააგენტოს მიმართ გარკვეულ პრეტენზიებს გამოთქვამენ.
    შეხვედრაზე, ბაზალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა: „ხშირად ვისმენ მოქალაქეებისგან პრეტენზიებს სოციალური დახმარების გაცემის წესთან დაკავშირებით. არის შემთხვევები, როდესაც შედარებით მაღალ შემოსავლიანი ოჯახები იღბენ დახმარებას და ამავე დროს, მასზე გაჭირვებული ოჯახი შემწეობის გარეშე რჩება. პირადად ჩავედი ქუთაისში, იმერეთის რეგიონის სოციალურ სააგენტოში და ამ ადამიანების განცხადებები წავიღე. მსურდა, რომ მათ პირადად მოესმინათ და გაეგოთ თუ რა მდგომარეობაა სოფლებში, მოსახლეობა რაზე გამოთქვამს უკმაყოფილებას. ვფიქრობ, რომ ცენტრალური ხელისუფლება მეთოდოლოგიაზე იმუშავებს და რაღაც შეიცვლება.“
    შეხვედრაზე, ნინო ჭიღლაძემ აღნიშნა, რომ სოციალური შემწეობის გაცემის მეთოდოლოგია შეიცვალა. ახალი მეთოდოლოგია 1 მაისიდან შევიდა ძალაში. გადამოწმდა ოჯახები და ახალი სარეიტინგო ქულები მიენიჭათ. ძველი და ახალი მეთოდოლოგია განსხვავდება, ამიტომ მათი შედარება ვერ მოხდება. ახალი მეთოდილოგის კრიტერიუმები შეიცვალა და მეტი მნიშვნელობა ენიჭება საცხოვრებელი ფართს, ოთახების რაოდენობას, იატაკის მასალას, მიწას, ავტომობილს, ტრაქტორს და ა.შ. პროგრამა მეტ ყურადღებას აქცევს მრავაშვილიან დედას, მრავალსულიან ოჯახს, მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერს. ძველი მეთოდოლოგია ითავლისწინებდა სოციალური აგენტის სუბიექტურ შეფასებას, ახლა ასე აღარაა.
    შეხვედრაზე, მოსახლეობა ერთხმად გამოხატავდა ახალი მეთოდოლოგიის მიმართ უკმაყოფილებას. „სოფლად ყველას აქვს მიწა და საცხოვრებელი ფართი. მნიშვლენოვანი კი ისაა რა მდგომარეობა აქვს, რაში იყენებს მას და რა შემოსავალია. „სახლი 22 წლის როდესაც ვიყავი მაშინ ავაშენე, ახლა 62 წლის ვარ, რა გავაკეთო?“ აღნიშნა შეხვედრაზე მყოფმა ერთ–ერთმა ქალბატონმა.
    სოფელ ქროლში მცხოვრებმა ეკატერინა მაქაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, „დედასთან ერთად ვცხოვრობ, რომელიც 83 წლისაა და ავადმყოფობს. ადრე ვიღებდი დახმარებას, მაგრამ ივნისის თვიდან შემიწყდა, არც გადამოწმება მეკუთვნოდა, რადგან გასული წლის ოქტომბერში შემამოწმეს. ვფიქრობ, დავიჩაგრეთ, იმიტომ რომ ფაქტიურად, ჩემი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ასე მგონია, ახალი კრიტერიუმები უბრალოდ მოარგეს იმას, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოხსნოდა დახმარება. თუ ამ შეხვედრის შემდეგ ერთ ოჯახს მაინც დაენიშნება დახმარება, ჩავთვლი, რომ შედეგიანი იყო, მაგრამ, მგონი აქ იმისთვის მოგვიწვიეს, რათა თავაზიანად ეთქვათ - მიბრძანდით თქვენ დახმარება არ გეკუთვნითო.“
    სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსმა ნინო ჭიღლაძემ აღნიშნა: „შეხვედრა ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატის ვარლამ ჭიპაშვილის ინიციატივით შედგა. მისი თხოვნა იყო, რომ შევხვედროდით ოჯახებს, რომლებიც გადამოწმდნენ და საარსებო შემწეობის მიმღებები არ არიან, დაახლოებით 19 ოჯახზეა საუბარი. ოჯახებს განემარტათ ახალი მეთოდოლოგიის კრიტერიუმები, თუ როგორი ტიპის ოჯახებს ენიჭებათ უპირატესობა და დასმული იყო კონკრეტული შეკითხვები, რაზეც შესაბამისი პასუხები გავეცით, რა თქმა უნდა, ზოგი მათთვის მისაღები და ზოგი მიუღებელი. ამ ოჯახებს, მართალია დახმარება არ აქვთ, მაგრამ არიან ისეთები, რომელთა ქულაც 70 000 დაბლია და სხვა შეღავათებით სარგებლობენ.“
    როგორც ნინო ჭიღლაძემ განაცხადა „მსგავსი შეხვედრების ჩატარება დამოკიდებულია ინიციატივაზე. ყველა რაიონში არის სოციალური სააგენტოს მომსახურება, სადაც შესაძლებელია მსგავს საკითხებზე მიიღონ პასუხი, მაგრამ თუკი დაინტერესება იქნება ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ შევხვდეთ მათ ვისგანაც ინიციატივა წამოვა.“

     

     

    25 ნოემბერი 2015

    ნანახია: 482 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი