{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბეტონის საფარის მოწყობის საპროექტო ღირებულება 250 395 ლარს შეადგენს

     

    ფარცხნალის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, სოფელ  ფარცხნალში  1კმ და 200 მეტრი სიგრძის გზაზე ბეტონის საფარი დაიგება. გზის სიგანე  4 მეტრი იქნება, ხოლო ბეტონის სისქე - 16სმ. პროექტის ფარგლებში გზაზე მოეწყობა სანიაღვრეები, მილხიდები და ცხაურები. დაგეგმილია ასევე სოფელ ფარცხნალის ცენტრში მდებარე წყაროს მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ფარცხნალში 2კმ-სა და 300 მეტრზე ასფალტის საფარი დაიგო, ამჟამად  გზის რეაბილიტაციი მეორე ეტაპი იწყება.   გზის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდება. გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის საპროექტო ღირებულება 250 395 ლარს შეადგენს.  

    11 ნოემბერი 2015

    ნანახია: 745 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0720
    3.4661
    4.1358
    3.9081
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი