{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტში ხარაგაულთან ერთად საქართველოს 6 მუნიციპალიტეტია ჩართული

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი მცირე საკონსულტაციო ფირმის ,,TBSC კონსალტინგის“ წარმომადგენლებს და მის პრეზიდენტს პოლ კლარკს შეხვდა. ,,TBSC კონსალტინგი“, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რედ კავკასუსთან“ ერთად საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელებას იწყებს.     პროექტის მიზანია,  გამოიკვლიოს  რა მნიშვნელობა აქვს არამერქნულ ტყის რესურსს  მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის.

    ,,TBSC კონსალტინგის“ წარმომადგენლებმა ხარაგაულში სამი სოფელი შეარჩიეს. ხიდრის,  ვარძიისა და გედსამანიის მოსახლეობიდან, გამოკითხვის მიზნით, 17 რესპოდენტი შეირჩევა, რომლებიც   ამ  პროგრამაში ჩაერთვებიან. 

    სოკო, მარწყვი, ჟოლო, თხილი, წაბლი, მოცვი - იმ არამერქნული რესურსის მცირე ჩამონათვალია , რომელიც ხარაგაულში მოიპოვება.

    ,,TBSC  კონსალტინგის“ პრეზიდენტი პოლ კლარკი: ,,საქართველოში შერჩეულია 6 მუნიციპალიტეტი და მათში თითო სოფელი, სადაც განსხვავებული ტყეებია. მათი გამოკვლევა შესაძლებლობას მოგვცემს ანალიზი გავაკეთოთ, თუ რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის პროგრამის პირველი ეტაპი და იქედან გამომდინარე, თუ  რა შედეგები დაიდება, მასშტაბური პროექტები  მომზადდება. მსოფლიო ბანკის მიზანია, შეამციროს ბუნებაზე უარყოფითი ზეგავლენა  და მოსახლეობამ არამერქნული რესურსის მოპოვებით უფრო მეტი სარგებელი მიიღოს. შემუშავდება რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს არამერქნული ნედლეულის მოპოვება და მისი რეალიზაცია. ჩვენი ინფორმაცია, მნიშვნელოვანი იქნება გარემოს დაცვის სამინისტროსთვისაც, რომელიც ტყის ახალ კოდექსზე მუშაობის პროცესშია.“

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი:  „ხარაგაულის მთიანი სოფლების მოსახლეობა არამერქნულ რესურსს მოიპოვებს. მართალია, მათი უმრავლესობა პროდუქციის რეალიზაციას ახდენს,  მაგრამ ამ კუთხით საკმაო პრობლემები ექმნებათ. მათ არ აქვთ პირობები, რომ არამერქნული რესურსი გარკვეული დროის განმავლობაში შეინახონ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ გადამამუშავებელი საწარმოები და  კოოპერატივები ადგილზე შიქმნება. ამ შემთხვევაში,  საზოგადოების მხრიდან დაინტერესება უფრო დიდი  იქნება“.    

    როგორც ,,TBSC კონსალტინგისა“ და ,,რედ კავკასუსის“  წარმომადგენლებმა განაცხადეს,  გამოკვლევის შედეგების მომზადების შემდეგ მსოფლიო ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას და  ისეთი პროექტი შემუშავდება, რომელიც მოსახლეობას დაეხმარება არამერქნული რესურსის მოპოვებით მეტი  სარგებელი მიიღოს  ტყიდან და ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესოს.

    ბატონმა, კობა ლურსმანაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტი განხორციელდება და ის  მოსახლეობის საერთო ინტერესებს მოემსახურება.

    TBSC  კონსალტინგთან“ ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გემგებლის მრჩეველი, სოფლის მეურნეობის საკითხებში, მურმან არჯევანიძე ითანამშრომლებს.

     

     

    11 ნოემბერი 2015

    ნანახია: 541 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი