{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში წიფაში  მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

     

    წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა, მაია გაჩეჩილაძემ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. წიფის, ფონას, გოლათუბნის და გუდათუბნის მოსახლეობამ, 2016 წელს, „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. აქაური მაცხოვრებლების მთავარი პრობლემა წყალი და მოსაწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა. მსჯელობის შედეგად მოსახლეობამ გადაწყვიტა, მათთვის გამოყოფილი თანხით შემდეგი პროექტები განახორციელოს.

    სოფელ გოლათუბანში წყლის მილებია შესაცვლელი, რომლისთვისაც  5 000 ლარი დასჭირდებათ. ასევე აუცილებელია, დაახლოებით 850 მეტრი სიგრძის გზის გაჭრა, რომელიც სოფელს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს, ამიტომ მისი შეკეთება მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია.

    ფონას მოსახლეობა სოფელში წყლის აუზის აღდგენას და წყლის მილების შეძენას ითხოვს, რის შემდეგაც სოფელში წყლის პრობლემა საბოლოოდ მოიხსნება. ფონაში გასულ წელს აშენებული სოფლის სახლისთვის აუცილებელია ასევე ინვენტარის შეძენა, ასაშენებელია საპირფარეშო და შესაყვანია წყალი.

    წიფაში, მოსახლეობის მხრიდან დაყენებული ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, 5 უბნისთვის დაახლოებით 4კმ და 200 მეტრი სიგრძის წყლის მილების შეძენაა. აქაურმა მაცხოვრებლებმა შეხვედრაზე, სოფლისთვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრეს. კარგი იქნება თუ, სოფელში არსებული ხიდის და სტადიონის რეაბილიტაცია მოხდება. წიფაში არის 50 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთი, რომელიც სასწრაფო შეკეთებას საჭიროებს.

    გუდათუბნის (სადგ. წიფის უბანი) მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემა წყლის არ ქონაა. სოფელს წყლის რეზერვი აქვს, თუ გუდათუბნისთვის გამოყოფილი თანხით, სოფელში, ყოფილი ფერმის წყლის მაგისტრალი აღდგება, დაახლოებით 60-65 ოჯახს მოეხსნება წყლის პრობლემა. სოფლის მოსახლეობა სტადიონის მოწყობაზეც საუბრობს. აუცილებლად მიაჩნიათ ამბულატროიის შენობის შემოღობვა. გუდაძეების უბანში გზის შესაკეთებლად თუ გამოიყოფა თანხები მოსახლეობა სამუშოების შესრულებიაში თანამონაწილეობაზე თანახმაა. შემოსაღობია ასევე გუდათუბნის სასაფლაო.   

     „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ ფარგლებში წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2015 წელს,  27 000 ლარი დაიხარჯა.

     

     

    9 ნოემბერი 2015

    ნანახია: 480 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი