{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • კოოპერატივი  „ENPARD“-ის პროექტის ფარგლებში დაფინანსდება

    „ENPARD“ -ის  კოოპერატივების შექმნისა და ჩამოყალიბების პროგრამაში აქტიურადაა ჩართული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. ხარაგაულში  „ENPARD“ -ის ფარგლებში უკვე მეორე კოოპერატივი„მეღვინეობა - კიცხი“ გაიხსნება. კონკურსის გამარჯვებული სოფელ კიცხში მცხოვრები ჰამლეტ ბერაძის პროექტი გახდა.

    „ENPARD“ -ის ფარგლებში შექმნილი ღვინის საწარმო კიცხში, მომავალი წლის შემოდგომაზე  უკვე ამოქმედდება და სოფლის მოსახლეობას ყურძნის გადამუშავებაში გაუწევს  დახმარებას. კოოპერატივის წევრების ვალდებულებაა შენობის აშენება, ხოლო საწარმოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ტექნიკა პროექტის ფარგლებში გადაეცემათ.   

     „ENPARD“ -ი ევროპის სამეზობლო  5 წლიანი პროგრამაა, რომელსაც საქართველოში ჩეხური ორგანიზაცია  PIN- იახორციელებს. პროგრამა ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ფერმერებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის პირობებში, საქართველოს სოფლის მეურენობის სექტორის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 52 მილიონი ევროა და იგი ევროკავშირიდან ფინანსდება.   „ENPARD“ -ი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სხვადასხვა სახის პროექტებს ახორციელებს. მათ შორის საქართველოში ყველაზე წარმატებული კოოპერატივების  პროექტია. ეს უკანასკნელი  საშუალებას აძლევს მოქალაქეებს გაერთიანდნენ და თანადაფინანსებით განახორციელონ საინტერესო იდეები.

    როგორც პროექტის ავტორი ჰამლეტ ბერაძე აღნიშნავს, დაახლოებით ერთი წლის წინ გაუჩნდა იდეა, თანამოააზრეებთან ერთად, მონაწილეობა მიეღო   „ENPARD“ -ის პროგრამაში. კოოპერატივი, რომელიც კიცხში ღვინის საწარმოს ამუშავებას გულისხმობს სახელწოდებით „მეღვინეობა-კიცხი“ დაფუძნდა.

    „როცა აღნიშნული პროგრამის შესახებ გავიგე, აქტიურად დავიწყე მუშაობა. ჩემს თანამოაზრეებთან ერთად რამდენიმე საფეხური დამოუკიდებლად გავიარე. პროექტი კარგად შევიმუშავეთ, ჩვენი იდეა ორგანიზატორებს სწორად მივაწოდეთ და ალბათ ამიტომაც გავიმარჯვეთ. ამჟამად, მიმდინარეობს გარკვეული ინფორმაციის დაზუსტება. რამდენიმე დღეში გაფორმდება ხელშეკრულება, სადაც უფრო დეტალურად იქნება  ყველაფერი გაწერილი. აღსანიშნავია, რომ  პროექტის ფარგლებში მივდივართ ჩეხეთში, სადაც მსგავსი ტიპის კოოპერატივებს დავათვალიერებთ და იქაურ გამოცდილებას გავიზიარებთ.“   -აღნიშნა ჩვენთან საუბარში ჰამლეტ ბერაძემ.  

    პროექტების კოორდინატორის ქეთევან გოცირიძის ინფორმაციით, ჰამლეტ ბერაძის პროექტი სწორედ იმიტომ გახდა გამარჯვებული, რომ ყველა საფეხური დეტალურად და დასაბუთებულად ჰქონდა გავლილი. „ჩვენმა ორგანიზაციამ მონიტორინგი განახორციელა, ადგილზე ვნახეთ, რომ მათ ნამდვილად შეუძლიათ სოფელში კოოპერატივის ფარგლებში შექმნან ღვინის საწარმო. მათ უკვე მოგვაწოდეს სია, სადაც დასაბუთებულია ტექნიკა, რომელიც ესაჭიროებათ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ წინადადებების განხილვა. წარმატებებს ვუსურვებ ჰამლეტს და ზოგადად მათ შექმნილ კოოპერატივს.“

    ამჟამად კოოპერატივში  „მეღვინეობა-კიცხი“ 6 წევრია გაერთიანებული. მომავალში საწარმოს გამართული ფუნქციონირებისთვის კიდევ რამდენიმე ადამიანი დასაქმდება.

    „ENPARD“ -ის პროგრამის ფარგლებში ჩეხურმა ორგანიზაციამ უკვე მესამე ეტაპი დაიწყო. ხარაგაულიდან  წინადადებების მიწოდება ახალ პროექტებთან დაკავშირებით 17 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. 

     

    6 ნოემბერი 2015

    ნანახია: 606 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი