{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან 173 890 ლარით დაფინანსდა

    პატარა ხარაგაულში მიმდინარე წელს, წყლის ახალი სისტემა მოეწყო, პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან  173 890 ლარით დაფინანსდა. წყლის ახალი სისტემის მოწყობით  პატარა ხარაგაულის მოსახლეობას წყალი 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. მნიშვნელოვანია, ასევე, რომ წყლის პრობლემა მოიხსნა ამბულატორიასა და ხარაგაულის N2 საბავშვო ბაღში. მოსახლეობაში წყლის დაერთების სამუშაოებს  ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავება“ასრულებს. სამსახურის დირექტორის, თემურ ფურცელაძის ინფორმაციით, დაერთების სამუშოები წყლის  ეზოებამდე მიყვანას გულისხმობს, შიდა სამუშაოების შესრულებას კი, თავად მოსახლეობა უზრუნველყოფს.

    პატარა ხარაგაულში წყლის სისტემის დაერთების სამუშაოები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ლურსმანაშვილმა და დაბის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა პაატა ფცქიალაძემ მოინახულეს.

     „მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. 90-იანი წლების შემდეგ პატარა ხარაგაულის მოსახლეობას წყალი არ ჰქონია. მთელი ზაფხულის განმავლობაში „ხარაგაულდასუფთავების“ თანამშრომლები სასმელ წყალს აქ მაცხოვრებლებს  აწვდიდნენ. დღეს კი ეს პრობლემა მოგვარებულია.მოსახლეობა რომ კმაყოფილია, ჩვენთვის ესაა მთავარი. მინდა მადლობა ვუთხრა, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, დირექტორს თემურ ფურცელაძეს, რომლებიც ძალიან ეფექტურად მუშაობენ და  ჩვენს გვერდით დგანან. მადლობა მუნიციპალიტეტის გამგებელს, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მისი უდიდესი დამსახურებაა“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში შალვა ლურსმანაშვილმა.

    პატარა ხარაგაულის მოსახლეობა კმაყოფილებას გამოხატავს და მადლობას უხდის ადგილობრივ თვითმმართველობას და აღმასრულებელ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისათვის.

    ლია ლოლაძე:(პატარა ხარაგაულის მცხოვრები)

    „ზოგჯერ არ მჯერა, ძალიან ვწვალობდით. ახლა უკვე წყალი სახლში მაქვს. გულითადი მადლობა ყველას, ვინც ამ პრობლემის მოგვარებაში წვლილი შეიტანა. ძალიან კმაყოფილები ვართ, ამისათვის მადლობას ვუხდი  ადგილობრივ თვითმმართველობასა და მუნიციპალიტეტის გამგებელს.“

       

     

    27 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 649 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი