{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ,,სათნოების სახლის’’ ბენეფიციარებს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ უმასპინძლა

     დღეს, ხარაგაულის ა(ა)იპ ,,სათნოების სახლის” ბენეფიციარებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ქალბატონმა მანანა ბარბაქაძემ უმასპინძლა. ხარაგაულის „სათნოების სახლში“  ამჟამად 70 ბენეფიციარი ირიცხება. მათ ვინც დღევანდელ სადილზე მოსვლა ვერ შეძლეს, საკვები ოჯახებში დაეგზავნათ.

    დღევანდელ სადილზე ბენეფიციარები  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებმა და პაატა გოგოლაძემ და თემურ ჩხეიძემაცმოინახულეს. სათნოების სახლს საკრებულოს წევრებიც სტუმრობდნენ.

    მანანა ბარბაქაძე: „ესენი ის ადამიანები არიან, რომელთაც ჩვენი თანადგომა და ყურადღება ყველაზე მეტად სჭირდებათ.სათნოების სახლი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ხარაგაულში და ყოველივე ეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხორციელდება. სულ მინდოდა ერთი ლამაზი დღე მეჩუქებინა ჩვენი საყვარელი ხანდაზმულებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის,მგონი ეს გამომივიდა, ვხედავ რომ ყველა კმაყოფილია. მადლობა ,,სათნოების სახლის” მომსახურე პერსონალს“. 

      

     

    26 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 700 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი