{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 23 ოქტომბერს  საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალის „გორი-2015“-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

    ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა, საქართველოს სახალხო თეატრების  ფესტივალზე გორი-2015“, სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“(რეჟისორი ირინე ჩხეიძე) ნომინაციაში საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი გაიმარჯვა. სახალხო თეატრების ფესტივალი გორში 11 ოქტომბერს დაიწყო, რომელშიც საქართველოს მასშტაბით ცხრა რეგიონის თეატრი მონაწილეობდა. ფესტივალის დახურვა და დაჯილდოების ცერემონიალი გორში, გუშინ,  23 ოქტომბერს გაიმართა.

    ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო ასევე მსახიობმა ლუიზა კიკნაძემ, ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის.

    საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალის გრან-პრის მფლობელი საგარეჯოს სახალხო თეატრი გახდა.

    ირინე ჩხეიძე (ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟოსორი): „ძალიან მნიშვნელოვანია სახალხო თეატრებისთვის ასეთ ფესტივალებში მონაწილეობა, რადგან იგი თეატრების მუშაობის ყველაზე კარგი შემფასებელია. ის, რომ ხარაგაულის სახალხო თეატრი ოთხ ნომინაციაში იყო წარდგენილი ეს უკვე დიდი მიღწევაა. მადლობა მთელს შემოქმედებით დასს, მათ გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი გამარჯვება. იყო ძალიან სასიამოვნო და უშუალო გარემო, ფესტივალის დახურვის ორიგინალური ცერემონიალი.  მადლობა კომპტენეტურ ჟიურის და ფესტივალის ორგანიზატორებს გოჩა ხვიჩიას და მთელს მის გუნდს“. 

       

     

     

    24 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 607 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი