{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ტურიზმის ცენტრის  ინიციატივით ტურ–თამაშები გაიმართა

     

     

    დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის ინიციატივით, დევების მიმდებარე ტერიტორიაზე „ცაშეკრულის კანიონში“ სათავგადასავლო ტურ–თამაშები გაიმართა. ტურ–თამაშებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ა(ა)იპ კულტურისცენტრის გუნდები მონაწილეობდნენ. სათავგადასავლო, სახალისო და ამასთანავე დაძაბულ შეჯიბრში, ფაქტიურად, ორივე გუნდმა გაიმარჯვა. მონაწილეებს შეჯიბრის დასასრულს სიურპრიზი ელოდათ. ბოლო დაბრკოლების გადალახვისას მოპოვებულ ტომარაში, მოთამაშეებმა  ჩარჩოში ჩასმული სურათი აღმოაჩინეს. ეს შეჯიბრის დაწყებამდე გუნდურად გადაღებული ფოტო იყო, რომლის ნახვამაც მოთამაშეებში სასიამოვნო ემოციები გამოიწვია. სიუპრიზი, სიმბოლურად,  ორივე გუნდის  გამარჯვებულად  გამოცხადებას ნიშნავდა.

    ტურიზმის ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი: „თამაშის მიზანი გამარჯვებულის გამოვლენა არ იყო, მაგრამ ეს მონაწილეებმა არ იცოდნენ. მათ ბოლომდე ეგონათ, რომ გამარჯვებისთვის იბრძოდნენ. ერთი მხიარული დღე ვაჩუქეთ მონაწილეებს. სახალისო  და საინტერესო თამაში იყო. მინდა აღვნიშნო, რომ დევების მიმდებარე ტერიტორია და „ცაშეკრულის კანიონი“ ძალიან ლამაზი  ისტორიული ადგილია.  სამომავლოდ აქ, ტურისტული მარშუტის გაკეთებაცაა შესაძლებელი“.

    ლაშა ნიქაბაძე: (ტურ-თამაშების მონაწილე) „საინტერესო გარემოში ვითამაშეთ, არაჩვეულებრივი ბუნებაა დევების მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს ადგილი ხარაგაულში შეიძლება ბევრმა არც იცის. რაც შეეხება შეჯიბრს, ბოლომდე გამარჯვების ჟინით ვიბრძოდით. ორივე გუნდის გამარჯვებულად გამოცხადება მართლა სიურპრიზი იყო. კარგი იქნება თუ მომავალში ასეთი სახალისო თამაშები კიდევ  ჩატარდება“.

      

    22 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 874 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი