{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • გამოკვლევები პარაზიტოლოგიურ დაავადებათა აღმოჩენის მიზნით მიმდინარეობს

     

    ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი (დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე) მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, პარაზიტოლოგიურ დაავადებათა აღმოჩენის მიზნით, აღსაზრდელების გამოკვლევას  განაგრძობს. მიმდინარე კვირის განმავლობაში ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ვახანის, მოლითის, მარელისის და ლეღვანის საჯარო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში იმყოფებოდნენ.

     ექიმი–პარაზიტოლოგის ნინო ყიფშიძის და პარაზიტოლოგიის ექიმის თანაშემწის ნინო ღამბაშიძის მიერ აღნიშნულ სოფლებში I-IV კლასის მოსწავლეების და ამავე სოფლების საბავშვო ბაღების აღსაზრდელების გამოკვლევა ჩატარდა.

    ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, შმაგი ხიჯაკაძე მოსწავლეებს და პედაგოგებსსახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ მიმდინარე პროგრამებზე ესაუბრა.ჯანდაცვის ცენტრის დირექოტრმა პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის კონკრეტულად განმარტა C-ჰეპატიტის ელიმინაციის უფასო პროგრამის მნიშვნელობა და მათ C-ჰეპატიტის გამომწვევ მიზეზებზე, განვითარებაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ესაუბრა.

    ცენტრის ექიმმა–პროფილაქტიკოსმა თათია ბლუაშვილმა  დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, ჰიგიენის მნიშვნელობაზე  ლექცია–საუბარი ჩაუტარა.

    ეპიდემიოლოგიის თანაშემწე ლელა კაციტაძე  მაღალი კლასების მოსწავლეებს გაციებისა და გრიპის გამომწვევ მიზეზებსა და  მათი თავიდან აცილების საშუალებებზე ესაუბრა. ბავშვებს თემასთან დაკავშირებული საინფორმაციო სახის ბუკლეტებიც გადაეცათ.  ჯანდაცვის ცენტრის სამუშაო ჯგუფის მიერ ასევე განხორციელდა  სკოლებისა და ბაღების მონიტორინგი სანიტარულ–ჰიგიენურ მდგომარეობაზე.

    საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ ხორციელდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საჯარო სკოლებში სასმელი წყლის გამოკვლევა ხდება. ვახანის, მოლითის, მარელისის და ლეღვნის საჯარო სკოლებიდან მოხდა წყლის ნიმუშების წამოღება, რომელიც ქუთაისის ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

    ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამსახური მადლობას უხდის სკოლის დირექტორებსა და საბავშო ბაღის გამგეებს გამოჩენილი გულისხმიერებისა და გაწეული დახმარებისათვის.

     

     

    22 ოქტომბერი 2015

    ნანახია: 670 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი