ორსაოთხუპაშაკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

საზოგადოება

პოლიტიკა

კულტურა

ჯანდაცვა და სოციალური

სოფლის მეურნეობა

სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/508119749_681877328003130_5802439888563333189_n.jpg
17/06/2025

მონაწილეობითი ბიუჯეტი - 2025 დაიწყო

ხარაგაულის მერის ბრძანების საფუძველზე, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის დაფინანსება 300 ათასი ლარით განისაზღვრა. საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა , თითოეულ პროექტზე 30 000 ლარი იქნება. მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ისეთი საპროექტო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც არ სცილდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, და ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას. მათ შორის: ინფრასტრუქტურული; ახალგაზრდული; საგანმანათლებლო; კულტურული; სოციალური; სპორტული; საპროექტო ინიციატივის წარმოდგენის უფლება აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან. გახსენით და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, https://forms.gle/FBV7vWQngDskaZK67 რომლის საშუალებითაც თქვენ შეგიძლიათ ინიციატივები წარმოადგინოთ. საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით. საპროექტო ინიციატივების ჩაბარება მოქალაქეებს შეუძლიათ ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის: ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა 15 ადევნეთ თვალი ხარაგაულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს და მიიღეთ ინფორმაცია პროგრამის განხორციელების თითოეულ ეტაპზე. ხარაგაულის მერია ელოდება თქვენს იდეებს და წარმატებებს გისურვებთ!  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5866.JPG
17/06/2025

ხარაგაულის მერი,ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს შეხვდა

ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან სოფლის მხარდამჭერი პროგრამის მიმდინარეობის პროცესი განიხილა. აღინიშნა, რომ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელება იწყება. კობა ლურსმანაშვილმა ხაზი გაუსვა სამუშაოების ყველა ეტაპის დაგეგმილ ვადებში დასრულების აუცილებლობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სოფლებში გზების რეაბილიტაციის საკითხი. მერმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ.  
სრულად