18/03/2024
1 აპრილს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება
სხდომაზე საკრებულოს წევრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს განიხილავენ:
დღის წესრიგი
ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის
შესახებ
მომხს: ჰამლეტი ბერაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის
შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ
მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
ვარლამ ჭიპაშვილი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და
ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ
მომხს: მარინე ხვედელიძე
4.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)
დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14
ივლისის #11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: მანანა ბარბაქაძე
5.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური და
ხმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ ხარაგაულის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N 11 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მომხს: ნანა კიკნაძე
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის
ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023
წლის 21 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
ვარლამ ჭიპაშვილი
7.ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ და ა(ა)იპ ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის
ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ
მომხს: კახაბერ გოლუბიანი
საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
18/03/2024
დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა
ბიუროს სხდომას მერის პირველი მოადგილე , ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.
ბიუროს წევრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოისმინეს ანგარიში. საკითხი საკრებულოს მერის პირველმა მოადგილემ წარუდგინა.
ბიუროს წევრებს ანგარიში გააცნო ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა, ჰამლეტ ბერაძემ , გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, მარინე ხვედელიძემ.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს:
,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)
დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014
წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: მანანა ბარბაქაძე
5.,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოცია
ლური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N 11
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: ნანა კიკნაძე
„ხარაგაულისმუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
სრულად
18/03/2024
ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა
მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესების განხილვის მიზნით, ხარაგაულის მერმა დღეს ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა.
კობა ლურსმანაშვილმა თათბირზე მერის მოადგილეების მხრიდან სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და პრობლემურ საკითხებზე დროული რეაგირების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
როგორც თათბირზე აღინიშნა, სტიქიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის , სამშენებლო მასალების შესყიდვის მიზნით ხარაგაულის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომელიც მარტში დასრულდება.
ხარაგაულის მერმა, წარმომადგენლებს, ინფორმაციის იმ ოჯახებამდე მიტანა დაავალა, რომლებიც მოლოდინის რეჟიმში არიან.
მერის წარმომადგენელებისგან მიღებული ინფორმაციით გამოიკვეთა, რომ სოფლებისთვის პრიორიტეტად კვლავ მეწყერისგან დაზიანებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების აქტიური კონტროლი რჩება.
ხარაგაულის მერმა დავალება გასცა, დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების ჩართულობით და მუნიციპალური ტექნიკის დახმარებით სამუშაოები გაგრძელდეს და პრობლემების ადგილზე ლოკალიზება მოხდეს.
თათბირს მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდნენ.
სრულად
18/03/2024
მაჟორიტარმა დეპუტატმა, პაატა კვიჟინაძემ ხარაგაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , საჩხერე -ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა კვიჟინაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან , მანანა ბარბაქაძესთან ერთად ხარაგაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ხარაგაულის მერმა, მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კიცხში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ახალი ბაღის მშენებლობაზე 1 278 332 ლარი დაიხარჯება.
ბაღის მშენებლობა ახალ ლოკაციაზე სოფლისთვის არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე დაიგეგმა.
ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს კინოთეატრის მიმდებარედ, მდინარე ჩხერიმელას ნაპირდამცავი კედლის მშენებლობის სამუშაოები. პროექტი სტიქიის ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე 649 000 ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება კინოთეატრის დაზიანებული კედლის აღდგენა და რეაბილიტაცია.
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე:
,,სასიხარულოა ის მშენებლობის ტემპი, რომელიც ხარაგაულშია, პროექტები სხვადასხვა სამინისტროების და ფონდების დაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის განხორცილებაშიც აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. აღსანიშნავია რომ ყოველ წელს იმატებს ხარაგაულში მშენებლობის ტემპი , მიხარია რომ ამდენი საქმე კეთდება , რაც კიდევ გაგრძელდება“.
მაჟორიტარმა დეპუტატი მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლის და სოფელ ბორითში საუბნო გზების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
ხარაგაულის მერია 2024 წელს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით , საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 6 051 271 ლარს დახარჯავს.
დღესვე, პაატა კვიჟინაძემ ხარაგაულში CESL პროექტის ფარგლებში, 100 ათასი ლარის ღირებულების გრანტით,ახალი ავეჯით აღჭურვილი , განახლებული ინოვაციების ცენტრის მოინახულა. ცენტრი ასევე აღიჭურვება უახლესი ტექნიკით.
სრულად