{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულში „ანდრიაობის“ დღესთან დაკავშირებით მთა „რკინისჯვარს“ მოილოცავენ

    12 მაისი,“ანდრიაობა“, დღე, რომელსაც ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი აღნიშნავს. „ანდრიაობა“ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა ხარაგაულისთვის, რადაგან ქრისტიანობის საქადაგებლად შემობრძანებულმა ანდრი პირველწოდებულმა, ხარაგაულში ერთ-ერთ მთაზე რკინის ჯვარი აღმართა, რის შემდეგაც მთას „რკინისჯავრს“ უწოდებენ.
    „ანდრიაობის“ დღესასწაულზე ხარაგაულელი ახალგაზრდობა და, მათ შორის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული მართლმადიდებლები მთა „რკინისჯვარს“ სტუმრობენ. აღსანიშნავია, რომ „ანდრიაობას” საფუძველი ხარაგაულელი ახალგაზრდების ჯგუფის მიერ, შოთა ხარატიშვილის ხელმძღვანელობით ჩეაყარა.
    „ანდრიაობის“ ღონისძიების ორგანიზატორია „ა(ა)იპ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი“, ხარაგაულელი ახალგაზრდების ჯგუფი. ტურის ორგანიზებაში და სამუშაო ჯგუფში აქტიურად არიან ჩართული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა(გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე) და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ხარაგაულში. 

    „ანდრიაობა“ წლიდან წლამდე იძენს მასშტაბურობას, აქტუალობას და თანდათან ფართოვდება. ამ დღესთან დაკავშირებით პირველი მსვლელობა 15 წლის წინ, ახალაგზრდების ინიციატივით დაიწყო. მომლოცველთა ჯგუფები აღფრთოვანებას ვერ მალავენ რკინისჯვრის ბუნების სილამაზით და აღტაცებულები რჩებიან „ბორჯომ ხრაგაულის ეროვნული პარკით“. საზოგადოების დიდი ნაწილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთ პირობად ტურიზმის განვითარებას მიიჩნევს, რადგან მუნიციპალიტეტს ნამდვილად გააჩნია ამის პოტენციალი. ამ მიმართულებით აუცილებელია მეტმა ადამიანმა, ტურისტმა, კომპანიებმა, ტურიზმის სფეროში მოღვაწე ადამიანებმა, ჟურნალისტებმა და ცნობილმა პიროვნებებმა გაიცნონ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი სიმდიდრეები და ტრადიციები. ხარაგაული შეიძლება ყველასათვის მიმზიდველი და საინტერესო გახდეს, სადაც სიამოვნებით იმოგზაურებენ, დაისვენებენ და დაათვალიერებენ სხვადსხვა ტურისტულ ადგილებს.

    წელს დაგეგმილი პილიგრიმული მსვლელობის დროს სტუმრები მოინახულებენ უძველეს და ულამაზეს პატარა სოფელს სახულარს, რომელიც გარშემორტყმულია თვალწარმტაცი მთებით, მნახველებს განაცვიფრებს ბუნების წიაღში ჩაფლული ხის პატარა სახლები. სოფელში გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც ეწევიან მეფუტკრეობას, მეცხოველეობას, მიწათმოქმედებას და ნატურალური პროდუქტი ადგილზე იწარმოება. მოგეხსენებათ აღნიშნული ადგილი ერთ-ერთი საუკეთესოა ამიერკავკასიაში მეფუტკრეობის განვითარების მხრივ. ჩვენი მიზანია სოფელი „სახულარი“ ვაქციოთ ისეთ ტურისტულ სოფლად როგორიცაა „უშგული“, „დართლო“, „ომალო“, „გირევი“ და ა.შ.

    ამის ყველანაირი პირობა გააჩნია ულამაზეს მთებში ჩაკარგულ სოფელს.

    მაშ ასე, 2017 წლის 12 მაისის მსვლელობის დეტალური ინფორმაცია:
    • 11 მაისი
    16:00საათი - მირონმდინარე ხატის წამობრძანება სიონის
    საკათედრო ტაძრიდან ხარაგაულში
    20:00 საათი- ხარაგაულის სამლოცველოში აღევლინება
    პარაკლისი.
    • 12 მაისი-მსვლელობა ,,რკინის ჯვარზე“
    შეკრების დრო: 06:00საათი
    შეკრების ადგილი: ხარაგაული, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია.
    მგზავრობის ხანგრძლივობა: ტრანსპორტით 5 საათი
    ფეხით გასავლელი მანძილი: 4-5 კ.მ. ერთი გზა, ხანგრძლივობა: 2 საათი.
    მგზავრობის ღირებულება: 20 ლარი -ტაქსი (ვილისი)
    10 ლარი- სამხიდიანი მანქანა
    ღამის გასათევი ხარაგაულში : სასტუმრო -15 ლარი
    საოჯახო სასტუმრო-15 ლარი
    აუცილებელი აღჭურვილობა:
    • საწვიმარი
    • თბილი ქურთუკი
    • ქუდი
    • ხელთათმანი
    • მზის სათვალე
    • სათადარიგო ფეხსაცმელი
    გასათვალისწინებელია:
    ●არასრულწლოვნები სასურველია პასუხისმგებელ პირთან ერთად.
    ● მსვლელობაში არ შედის კვება
    ● იკრძალება ალკოჰოლური სასმელების წამოღება
    ღონისძიების ორგანიზატორია: ხარაგაულელი ახალგაზრდების ჯგფი და ხარაგაულის "ტურიზმის ცენტრი"
    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
    ბაქარი 591079075
    ნიკოლოზი 591 1713362
    ლევანი 557754013
    ოთარი 577284841

     

    26 აპრილი 2017

    ნანახია: 2315 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.6594
    3.0144
    3.3346
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი