- მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
- სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
- იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
- ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
- განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
- საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი
წყალაფორეთი
გამგებლის წარმომადგენელი წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში - რეზო სხილაძე
ტელ : 595 19 73 29
ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია-886.71 ჰა.
მოსახლეობა-544 კომლი 1281 მცხოვრებით
მანძილი ხარაგაულიდან ადმინისტრაციულ ცენტრამდე-17 კმ.
ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: წყალაფორეთი, ლახუნდარა, ხონი, ჩალხაეთი, ბუდიანეთი, პატარა ვარძია.
ადმინისტრაციული ცენტრი-წყალაფორეთი
წყალაფორეთი-მდებარეობს ძირულასა და საკრაულის (ხონისწყლის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბორიმელას მარცხენა ნაპირას. ზ.დ. 720 მ. ხარაგაულიდან 17 კმ.
სოფელს სახელი წყაროების სიმრავლის გამო შეარქვეს. წყალაფორეთში ყოფილა ეკლესია, ნახევარი ხის, ნახევარი ქვის. ის XX ს-ის 30-იანი წლებში დაუნგრევიათ. ახლა მხოლოდ ეკლესიის ნანგრევებია. სოფელში არის ადგილი, რომელსაც „ნაციხვარს „ უწოდებენ, აქ ახლაც არის შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები. . სოფელ წყალაფორეთსა და ხონს შორის არის ბორცვი, რომელსაც საწანაქის სერს ეძახიან, ბორცვის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე არის ცარცისებრი ყვითელი ფერის მინერალი, რომელიც წარმოადგენს საღებავს (მისი სახელია წინაქი), სწორედ ამ წანაქით ღებავდა მოსახლეობა ქსოვილებს. საწანაქის ბორცვის ქვემოთ და გარშემო გამოედინება 50-მდე წყარო, ყველა წყარო სასმელად საუკეთესოა.
სოფელში არის გულოურის ტბა. ტბის გაჩენის შესახებ არის ლეგენდა:სადაც ახლა ტბაა, იქ ადრე მინდორი ყოფილა. იქვე მცხოვრებ წვრილშვილიან დედაკაცს ხარება დღეს გაუტანია დგიმ-სავარცხელი და დაუწყია ქსოვა. აკვნიანი ბავშვი გვერდით ჰყოლია, დანარჩენები იქვე, მინდორში თამაშით ირთობდნენ თავს. ქსოვაში გართულ დედაკაცს ქრისტე გამოცხადებია და უთქვამს:
ნუთუ არ იცოდი დღეს რა დღეა, რატომ ქსოვო?
-ხარება და ხარხარებს , ჩემს ქმარ-შვილსა გახარება,-უპასუხნია ქალს. ის ადგილი, სადაც ქალი თავის შვილებით იყო, ცამწყდარა და თან ჩაუტანია ყველანი, მერე წყლით ავსილა და ტბა წარმოქმნილა. ჩაძირვის დროს დედა შვილებს ეკვროდა და კიოდა „გულო უი“ , ასე შეერქვა ამ ტბას გულოური. სოფელში არის რევმატიული დაავადებებიდ სამკურნალო აბანო.
ლახუნდარა-მდებარეობს მდინარე ბორიმელის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზ.დ. 600 მ, ხარაგაულიდან 13 კმ.
სოფელში არის ბოლო წლებში აგებული ეკლესია.
ლახუნდარაში არის ბოტანიკური მნიშვნელობის ძეგლები-მუხისა და ცაცხვის ასწლოვანი ხეები.
ჩალხაეთი-მდებარეობს მდინარე საკრაულის (ხონისწყლის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზ,დ. 520 მ. ხარაგაულიდან 24 კმ. ამ სოფელს დღეს ნასახლარი ჰქვია. ადრე დიდი სოფელი ყოფილა , ასამდე კომლი ცხოვრობდა, 1949 წელს მოსახლეობა გაუსახლებიათ, ზოგი ჭალადიდში , ზოგიც სართიჭალასა და ახალციხეში. შეირყა სოფლის სიმტკიცე და გაჩნდა გზაზე ჩარდახიანი ურმები საოჯახო ნივთებით დატვირთული.
სოფლის აღმოსავლეთით, მაღალ გორაკზე აღმართულია ციხის ნანგრევები, რომელსაც „ ჯვრის ციხეს“ ეძახიან. ციხე მე-12 საუკუნეშია აგებული. ციხიდან მდინარე საკრაულამდე საიდუმლო გვირაბის ყოფილა გაყვანილი. ციხეს ჰქონია მაღალი კოშკი, რომელსაც საყარაულოდ იყენებდნენ.
ხონი-მდებარეობს ძირულისა და საკრაულას წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზ.დ. 420 მ. ხარაგაულიდან 19 კმ. ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიება XV ს-ში .
სოფელში არის გვიანდელი შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები. ხონში მიედინება მდინარე თურნა. მდინარე თურნის ნაპირზე მდებარეობს აბანო, რომელიც ცნობილია „ხონის აბანოს“ სახელწოდებით. წყალი სასარგებლოა კანის რევმატიული დაავადებების და საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალოდ.
საკრაულაში აღრიცხული გვარებია: არევაძე, არჯევანიძე, გაბეხაძ, გიგაშვილი, გურეშიძე, დვალი, თაბუკაშვილი, იაშვილი, კოვზირიძე, კავილაძე, კაკაურიძე, ლურსმანაშვილი, ლოლაძე, მაჭავარიანი, ნიქაბაძე, ოკრიბელაშვილი, პაპიძე, ტაბატაძე, ღამბაშიძე, ქაშაკაშვილი, ხიჯაკაძე, ჯოხაძე.

2.4351

3.0125

3.463