-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი
ა(ა)ი.პ.“ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი“
ცენტრის ძირითადი ამოცანებია :
- მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის ინიციატივებისა და პროგრამების შემუშავება.
- ტურიზმის სფეროში პროგრამებისა და სტრატეგიების შემუშავება.
- პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებების მომზადება.
- ლაშქრობებისა და ექსკურსიების,ასევე საზაფხულო ბანაკების მოწყობა-ორგანიზება.
- მასობრივი სპორტული, ტურისტული,საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების დაგეგმა-ორგანიზება შესაბამის სამსახურებთან ერთად.
- ტურიზმის გასავითარებლად საჭირო ინფორმაციის მოგროვება და საინფორმაციო ბაზის შექმნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტურისტული ადგილები,ტურისტული პროგრამები, ბუნებრივი ძეგლები და დაცული ტერიტორიები,მუზეუმები,ფესტივალები,სახალხო დღესასწაულები და სხვა.
“ტურიზმის ცენტრმა“ საქმიანობა დაიწყო იმ ტურისტული პოტენციალის შესწავლა-შეგროვებით, რომელიც გააჩნია ხარაგაულის მუნიციპალიტეტს. შესწავლილი იქნა არა ერთი საექსკურსიო მარშრუტი,რომლის ნახვაც საინტერესო იქნებოდა ტურიზმის მოყვარულთათვის.
„ტურიზმის ცენტრის“ მიერ შემუშავებული იქნა სპეციალური კითხვარი,რომელშიც შევიდა ათი ყველაზე საინტერესო ადგილი, რის შემდეგაც მოხდა ხარაგაულელი მოსახლეობის გამოკითხვა, თუ სად იყვნენ ისინი ნამყოფები და რომელი მიმართულებით ისურვებდნენ ლაშქრობას.ანალიზმა გვიჩვენა,რომ არა თუ ტურისტებისათვის, არამედ ხარაგაულის მოსახლეობის 60%-ზე მეტი არ იყვნენ ნამყოფი ისეთ ადგილებში, როგორიცაა „ბერების გამოქვაბული“,“კოზმანის სალოცავი“,“ქუცუმას მთა“ ,“ხერგილი“,“მაისუროვის ბაღი“,“სამეცხვაროს მთა“ და სხვა.
გამოკითხვის პარალელურად შემუშავებული იქნა შემეცნებითი გასართობი პროექტი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“, რომელიც კონკურსის სახით ზონალურად ჩატარდა.მასში მონაწილეობა მიიღო ყველა ტერ/ერთ. გუნდმა. კითხვები მოიცავდა ხარგაულის ისტორიას,კულტურას,ფლორასა და ფაუნას,გეოგრაფიულ მდებარეობას,სოფლების დასახელებას,გამოჩენილ ხარაგაულელ ადამიანებს. ამ კონკურსის მიმდინარეობის დროს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს 500-ზე მეტმა ბავშვმა მიაკითხა ხარაგაულზე ინფორმაციის მოგროვების მიზნით.
ხარაგაულში ტურიზმის განვითარების საუკეთესო საშულებას წარმოადგენს „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი“, თუმცა ბორჯომიდან ტურისტების 20-ჯერ მეტი რაოდენობა შემოდის, ვიდრე ხარაგაულიდან, არადა ტურისტული ბილიკების რაოდენობით ხარაგაულის მხარე უფრო დატვირთული და საინტერესოა. ამის ერთ-ერთი მიზეზია ეროვნულ პარკამდე მიმავალი გზა, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია და რომლის მოასფალტება 2016 წელს იგეგმება.
წელიწადნახევრის განმავლობაში „ ტურიზმის სამსახურმა“ არაერთი პროექტი განახორციელა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ერთდღიანი,ორდღიანი და სამდღიანი ტურების სახით.
ამ მიმართულებით სულ განხორციელდა 22 ლაშქრობა-ტური,“ხერგილზე“,“მაისუროვის ბარში“,“ნასოფლარში“,“რკინის ჯვარზე“ და“სამეცხვარო მთაზე“.ამ ტურებში მონაწილეობა მიიღო 700-მდე მსურველმა
.
იმისთვის ,რომ ეს ლაშქრობები გასცლოდა ხარაგაულის ფარგლებს ჩამოვაყალიბეთ სკაუტური ორგანიზაციის წარმომადგენლობა და იმერეთის სკაუტების დახმარებით ეს ლაშქრობები გავხადეთ მასშტაბური (ზესტაფონი,თერჯოლა,ქუთაისი და სხვა).
გარდა „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში“ ლაშქრობებისა, ტურიზმის სამსახურის ორგანიზებით ტურები მოეწყო „ბერების კლდეზე“,“ ვახანის ციხეზე“,“ჩხერის ციხეზე“,“ბაცანაურის მთაზე“,“დევის ხვრელზე“,“ციხის ყელზე“ და სხვა. სულ ასეთი სახის 26 ლაშქრობა-ტური განახორციელა“ ტურიზმის ცენტრმა“,რომელშიც 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
„ ტურიზმის ცენტრის“ მიერ ერთ-ერთი საინტერესო პროექტი გახლდათ „სათავგადასავლო ტურ-თამაშები“, რომელიც თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა მიიღო 24-მაგუნდმა. თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იყო 9 კაცით(4 ბიჭი, 4გოგო და 1 მასწავლებელი). თამაშები ჩატარდა ორ ტურად ,პირველი ტური „ქუცუმას მთაზე“ ,მეორე ტური „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში“.გუნდები ეჯიბრებოდნენ კარვის გაშლა- დაკეცვაში,ცეცხლის დანთებაში,მინიშნებების პოვნაში,დაბრკოლებების გადალახვაში და ა.შ.„ტურ-თამაშებში“ მთლიანად ჩართული იყო 300-ზე მეტი მონაწილე.
ტურიზმის სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია კარვების ბანაკი სოფ.ზვარეში. 80-იან წლებში სოფ.ზვარეში იყო პიონერთა ბანაკი, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ დაინგრა და განადგურდა. სწორედ ტურიზმის სამსახურის ორგანიზებით დაიწყო აღნიშნული ბანაკის აღორძინება.2013წელს ბანაკი მოეწყო 2 ნაკადად,რომელშიც 100-მდე ბავშვი ისვენებდა,2014წელს ნაკადებისა და ბავშვების რაოდენობა გაიზარდა და 200 ბავშვს გადააჭარბა.
სწორედ „ტურიზმის ცენტრის“ აქტიურობის შედეგია ის,რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ ბანაკის აღორძინება პრიორიტეტად მიიჩნია და წელს უკვე 300 ათასი ლარია გამოყოფილი ზვარეში კაპიტალური ბანაკის ასაშენებლად.
ტურიზმის ცენტრის ინიციატივით ზაფხულის პერიოდში,როცა ხარაგაულში დამსვენებელთა რიცხვი პიკს აღწევს, იმართება ისეთი სპორტული ღონისძიებები,რომლებიცაა,“ქვიშის ფრენბურთის“ ტურნირი მდინარე ჩხერიმელას სანაპიროზე,რომელიც საკმაოდ პოპულარულია.ასევე ე.წ. „დევის წყაროსთან“,მდინარე „ჩხერიმელაზე“ იმართება სპორტული თამაში „დევგმირები დევებთან“ .
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროექტებისა, „ტურიზმის ცენტრის“ მიერ პერმანენტულად ხორციელდება ეკოლოგიური პროექტები,როგორებიცაა მდინარის კალაპოტებისა და ნაპირების დასუფთავება,ნერგების დარგვა,მოსახლეობის ინფორმირება ბუნების დაცვის კუთხით.
ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით გაიმართა „მარათონი“, რომელშიც 200-მდე ბავშვი იყო ჩართული.
მოყვარულ მხატვართა კონკურსში -„შემოდგომის პალიტრა“, რომელიც ბუნებაში გაიმართა ღია ცის ქვეშ, 60-მდე ბავშვი მონაწილეობდა.
„სამწუთიანი ფილმების კონკურსი“, რომელთა უდიდესი ნაწილი ეკოლოგიაზე გადაღებულ მოსწავლეთა ფილმებს დაეთმო და სხვა.
გარდა ამ პროექტებისა,„ტურიზმის ცენტრმა“ მოამზადა წინადადებები,თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ ბილიკის მოწესრიგება და ტურისტული ძეგლების გალამაზება,მაგალითად: „დევის გამოქვაბულზე“ მისასვლელი ბილიკის დაკიბვა, “ციხის ყელზე“ ბილიკისა და იქ აღმოჩენილი ქვევრების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება,“ჩხერის ციხის“ განათება და სხვა.
„ტურიზმის ცენტრი“ საახალწლოდაც არაერთ პროექტს ახორციელებს,მათ შორის „მურაბების ფესტივალი“, „ორიგინალური ნაძვის ხის კონკურსი“,“თოვლის ბაბუის კონკურსი“ და სხვა.
სულ, წელიწადნახევრის განმავლობაში „ტურიზმის ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა 50-მდე ლაშქრობა-ტური,30-მდე სხვადასხვა სახის პროექტი.ამ ხნის განმავლობაში აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობა მიიღო 5000-ზე მეტმა ადამიანმა.
2014 წელს,„ტურიზმის სამსახურმა“ კავშირი დაამყარა „მშვიდობის კორპუსთან“ და როგორც ახლადშექმნილმა ორგანიზაციამ, სხვადასხვა სახის ტურისტული პროექტების და პროგრამების უკეთესად განხორციელებისათვის მოითხოვა ამერიკელი მოხალისის ჩამოყვანა. სამსახურმა წარმატებით გაიარა ყველა პროცედურა და ივნისის თვეში 2წლით სამსახურს ამერიკელი მოხალისე ესტუმრება.
„ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი“ აქტიურად იყო ჩართული ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის საკონსულტაციო საბჭოს ფუნქციონირებაში ,სადაც აქტიურად მონაწილეობდა ისეთი საკითხების განხილვაში,როგორიცაა ეკო-ტურიზმი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში,გარემოს დაცვითი ღონისძიებები , ტურიზმის განვითარების ტენდეციები, რაიონის ჩართულობა ეროვნული პარკის ტურიზმის განვითარებაში,სამომავლო ხედვების ჩამოყალიბება და სხვა.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებისა,„ხარაგაულის ტურიზნის ცენტრი“ აქტიურადაა ჩართული ყველა იმ პროექტსა თუ ღონისძიებებში,რომლებიც მიმართულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის.

2.9466

3.269

3.8683