{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დებულება

     
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
    დადგენილება №33
    2014 წლის 2 სექტემბერი
    დ.ხარაგაული

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 22.12.2017წ.

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
    მუხლი 1 დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანდართული დებულება (დანართი №1). ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 22.12.2017წ.


    მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ინგა მაღრაძე
    საკრებულოს თავმჯდომარე
    დანართი №1
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №34 - ვებგვერდი, 22.12.2017წ.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
    1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური (შემდგომში – ,,სამსახური“) არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული,რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით.
    2. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
    3. სამსახურს აქვს დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.
    4. ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მისამართია: დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა №15.
    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1.სამსახური შედგება:
    ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი;
    ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი;
    გ) მე-III რანგის უფროსი სპეციალისტები;
    დ) მე-IV რანგის უმცროსი სპეციალისტები; 2. სამსახურის განყოფილება:
    ა) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება;
    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ფუნქციებია:
    1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და ამავე დარგების სტაბილური და შეუფერხებელი მუშაობისა და მომსახურების უზრუნველყოფა.
    2. სამსახურის მიერ ცალკეული დარგების რეგულირება, კოორდინაცია და განვითარების პრიორიტეტული მიმართულების შემუშავება.
    3. სამსახურის სფეროს ფუნქიონირებისა და განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციების მოპოვება, შესწავლა, დამუშავება, ანალიზი და მიწოდება მერისათვის ინფორმაციების, დასკვნებისდა პროექტების სახით.
    4. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია.
    5. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი.
    6. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი.
    7. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და ექსპლოატაციის საკითხებზე.
    8. ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადება და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება.
    9. წინადადებების შემუშავება ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანის, გადამუშავებისა და უტილიზაციის საკითხებზე.
    10. წინადადებების შემუშავება სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე.
    11. წინადადებების შემუშავება გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში.
    12. წინადადებების შემუშავება გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე.
    13. დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში.
    14. მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი
    ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება
    მუხლი 4. სამსახურის ამოცანები და კომპეტენცია
    1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მწვანე საფარის, ტროტუარების, სკვერების, გარე განათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, წყალსაცავების, ხიდების, მცირე არქიტექტურული ფორმის შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობაზე ზედამხედველობა.
    2. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და კომუნალური საკითხების კოორდინაცია.
    3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და კაპიტალური მშენებლობის სფეროს მომსახურებაზე ზედამხედველობა.
    4. მუნიციპალიტეტის კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა-ნაგებობის აღდგენის, რეკონსტრუქციის და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით დასკვნების და წინადადებების შემუშავება.
    5. მუნიციპალიტეტის განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების კოორდინაცია და მასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება.
    6. მუნიციპალიტეტის გამწვანების და გაფორმების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა.
    7. მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, დარგის განვითარებისათვის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა.
    8. მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის სახელმძღვანელო წინადადებების დამუშავება,ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი.
    9. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებში ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა.10. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი კომუნალური ინფრასტუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების, სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
    11. უზრუნველყოფს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებას დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე.
    12. უზრუნველყოფს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტური, სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმების შესახებ წინადადების შემუშავებას მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის.
    13. თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
    14. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერის, მერის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას.
    15. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით,საკრებულოსა და მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
    მუხლი 5. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - სამსახურის უფროსი
    1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი არის მერიის თანამდებობის პირი,რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
    2. სამსახურის უფროსი:
    ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;
    ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფსსამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;
    გ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს მერს;
    დ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის;
    ე) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
    ვ) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
    ზ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
    თ) ამზადებს სამსახურის სფეროს მიკუთნებულ საკითხებზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის სამართლებრივი აქტების პროექტებს;
    ი) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; 3. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე მერის წინაშე.
    4. სამსახურისუფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის დავალებით მის უფლებამოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - განყოფილების უფროსი, ხოლო მის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის ერთ-ერთი უფროსი სპეციალისტი.
    მუხლი 6. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - განყოფილების უფროსი 1. განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.
    2. განყოფილების უფროსი:
    ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
    ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
    გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
    დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას.
    ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
    ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიისწ დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
    3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსის უფლებამოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე.
    მუხლი 7. ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ფუნქციები
    ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია
    1. მუნიციპალიტეტის კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა-ნაგებობის აღდგენის, რეკონსტრუქციის და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით დასკვნების და წინადადებების შემუშავება.
    2. მუნიციპალიტეტის განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების კოორდინაციის განხორციელება.
    3. საინჟინრო-კომუნიკაციებისა და სპეციალური დანიშნულების შენობა- ნაგებობების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაციის ორგანიზაცია.
    4. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი.
    5. თავისი კომპეტენციის ფარგლებში მერის, მერის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.

     

    ვალუტის კურსი
    2.5779
    2.9344
    3.2752
  • სამსახურის უფროსი
  • ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი