{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბიუროს რიგგარეშე  სხდომა გაიმართა

     

     

     

     საკრებულოს რიგგარეშე ბიუროს სხდომაზე ხარაგაული მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარების ფონდიდან 2019-2020 წლებში დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ იმსჯელეს.

    საკითხი მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების, უფროსმა პეტრე შარიქაძემ წარადგინა.

    სხდომაზე ბიუროს წევრთა უმრავლესობამ  2019-2020 წლებში დასაფინანსებელ ინფრასტრუქტურულ პროექტთა ნუსხაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.

    ბიუროს წევრის, გია თავზარაშვილისა და დავით კიკნაძის განმარტებით, სოფლებში დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევა პრიორიტეტულობის მიხედვით უნდა ხდებოდეს.

    დეპუტატის შალვა ლურსმანაშვილის განცხადებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში, პირველ რიგში, ცენტრალური გზები უნდა მოწესრიგდეს, შემდეგ - საუბნო გზები. „სოფელ დეისის ცენტრალური გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ეს  მაშინ, როცა დღეს მხარი უნდა დავუჭიროთ ზოგიერთ სოფელში საუბნო გზების მოწესრიგებას“ -  განმარტა შალვა ლურსმანაშვილმა.

    საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი აღნიშნავს, რომ მომავალი წლის მოსაწონებელ ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულში არცერთი პროექტის განხორციელება არ არის დაგეგმილი.  იგი მიიჩნევს, რომ პროექტების შერჩევა ხდება კაბინეტებში და ხშირ შემთხვევაში მერიის სამსახურების მხრიდან ადგილი აქვს პერსონალურ მიდგომებს.

    ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ ფხალაძის განმარტებით,  - „იმ სოფლებში, სადაც გაცილებით დიდი თანხების დახარჯვა არის გათვალისწინებული, ასევე, არის გარდამავალი პროექტები. უმჯობესია მათ ჩამოვაკლოთ თანხები და გადავანაწილოთ იმ სოფლებზე, სადაც პროექტები არ არის დაგეგმილი.“

    მალხაზ ფხალაძის ინიციატივას ბიუროს წევრები დაეთანხმნენ, რომლებმაც გარკვეული ცვლილებები შეიტანეს, როგორც 2019 წლის ისე 2020 წელს დასაფინანსებელ ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში.  ბიუროს წევრების მიერ კორექტირებული ვარიანტი მერიას დაუბრუნდა.  

    თუ რა ცვლილებები შევა 2019-2020 წლებში დასაფინანსებელ ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში ამ საკითხზე 30 ივლისს, 12:00 საათზე, დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.

     

    27 ივლისი 2018

    ნანახია: 164 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.9691
    3.2797
    3.6989
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი