{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ლიტერატურული თეატრის სპექტაკლი - „ჩვენი ოტია“

    ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) მესამე წელია ახორციელებს პროექტს - “ჩემი საქართველო აქ არის". პროექტის ფარგლებში თეატრი საქართველოს ყველა კუთხეში მოგზაურობს და სპექტაკლებს ატარებს. შემდეგ სპექტაკლს - „ჩვენი ოტია“ რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი 29 ივლისს, 14:00 საათზე, წყალტუბოში, ხელოვნების ქუჩა №1 , ოტია იოსელიანის ეზოში, მის საფლავთან გამართავს. სპექტაკლი მწერლის ხსოვნას მიეძღვნება.

    იზა ვეფხვაძე უკვე 2 წელია საქართველოს რეგიონებში აშენებს "სიყვარულის ხეივნებს". ასეთი 50-ზე მეტი ხეივანი გაშენდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ქუთაისში და წყალტუბოში. ამ ინიციატივის ფარგლებში, ხეები დაირგო ოტია იოსელიანის ეზოშიც. იზა ვეფხვაძე მოუწოდებს „ყველას, ვისაც სიყვარული შეუძლია 29 ივლისს, 12 საათზე, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, სადაც გასულ წელს გავაშენთ " სიყვარულის ხეივანი", შევიკრიბოთ და ხეივანში დავრგოთ "სიყვარულის ხე". ამის შემდეგ გავემგზავრებით წყალტუბოსკენ, სადაც პატივს მივაგებთ დიდ ქართველს და გავმართავთ სპექტაკლს. ეს იქნება ორი პროექტის - “მე თქვენ მიყვარხართ" და " ჩემი საქართველო აქ არის" გაერთიანება.“

     

    25 ივლისი 2018

    ნანახია: 104 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.847
    3.2356
    3.6143
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი