{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  

    მუნიციპალიტეტის მერიამ მარტოხელა დედას საკვები პროდუქტები გადასცა

     


    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა, ალექსანდრე ტაბატაძემ, ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ დირექტორმა, გიორგი ჩიჩილიძემ და მერის წარმომადგენელმა დაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბაქარ ბარბაქაძემ მარტოხელა დედა, თეა დევდარიანი მოინახულეს და საკვები პროდუქტები გადასცეს.
    თეა დევდარიანი, ავადმყოფ შვილთან ერთად, რამდენიმე დღის წინ გადმოვიდა ხარაგაულში საცხოვრებლად. ბინაში არ არის პირობები, არ აქვთ დენი, წყალი და გაზი.
    ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით იგეგმება მათთვის საყოფაცხოვრებო ინვენტარის შეძენა.
    დედა-შვილი ა(ა)იპ „სათნოების სახლის“ მომსახურებით უკვე სარგებლობს.

     

     

    25 ივლისი 2018

    ნანახია: 115 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.9691
    3.2797
    3.6989
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი