{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ვიქტორინის გამარჯვებული „გივის ოთხეული“ გახდა

    19 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით კაფე „ეიფელში“ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, სადაც ფეხბურთის გულშემატკივრები იყვნენ მიწვეულნი.
    შეხვედრაზე ორი გუნდი - „დიეგო“ და „გივის ოთხეული“ ჩამოყალიბდა, რომელთაც კულტურის სამსახურის წარმომადგენლის, უჩა ცხადაძის მიერ წარმართულ ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა.
    თამაში საინტერესოდ მიმდინარეობდა და მასში „გივის ოთხეულმა“ გაიმარჯვა. კულტურის სამსახურმა გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური საჩუქარი გადასცა. დასაჩუქრდნენ, ასევე, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები ნუგზარ კიკნაძე და ნინო კაპანაძე.
    შეხვედრის დასასრულს ფეხბურთის მოყვარულებმა, რომელთაც კულტურის სამსახური ლუდით გაუმასპინძლდა, მოსაზრებები გამოთქვეს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით და მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის.

     

    20 ივლისი 2018

    ნანახია: 221 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.9691
    3.2797
    3.6989
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი