{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  

    ფსიქოლოგ რუსუდან ბოჭორიშვილთან შეხვედრას სპეცპედაგოგები დაესწრნენ

    19 ივლისს ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციის - „ნაბიჯი ხარაგაულის“ ხელმძღვანელის, რუსუდან გურგენიძის ინიციატივით მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სპეცპედაგოგებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური პრობლემების განმაპირობებელი ფაქტორების სტრუქტურის შესახებ ფსიქოლოგი და ა/ო „პირველი ნაბიჯის“ კონსულტაციისა და ინტენვენციის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან ბოჭორიშვილი ესაუბრა.
    რუსუდან ბოჭორიშვილმა ყურადღება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიურ და ასაკობრივ პრობლემებზე გაამახვილა. საუბარი შეეხო ოჯახური გარემოს გავლენას მოზარდთა ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების პროცესში და იმ პრობლემებს, რომელსაც მშობლები ბავშვებთან ურთიერთობისას აწყდებიან. „ხშირად ბავშვებმა არ იციან რას ითხოვენ მათგან უფროსები, ბავშვის სრულფასოვანი ჩამოყალიბებისათვის საკმარისი არაა მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა. დისციპლინასთან ერთად აუცილებელია ბავშვს ოჯახში ჰქონდეს სიყვარული და თავს გრძნობდეს დაცულად. სამწუხაროდ მშობლებმა და პედაგოგებმა ხშირად არ იციან განსხვავება დისციპლინასა და დასჯას შორის. ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, რომ ბავშვი დაბადებიდან არის პიროვნება და მისი სრულფასოვანი ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია მის პიროვნებას ვცეთ პატივი“ - აღნიშნა რუსუდან ბოჭორიშვილმა.
    დამსწრე საზოგადოებამ ფსიქოლოგისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები და რეკომენდაციები მიიღო.
    შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სპეცპედაგოგები ესწრებოდნენ.

    19 ივლისი 2018

    ნანახია: 97 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.9691
    3.2797
    3.6989
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი