{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბიუროს სხდომაზე საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს


    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ დღეს გამართულ სხდომაზე 5 საკითხი განიხილა.
    სხდომაზე პირველ საკითხად საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომლიც ხარაგაულის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ წარადგინა.
    ჯაბა ბერაძის ინფორმაციით, ლიცენზირებულმა აუდიტმა ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურთან ერთად აღრიცხა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტექნიკა, რომლის საფუძველზეც საპრივატიზაციო ნუსხას დაემატა თერთმეტი სატრანსპორტო საშუალება და სოფელ ბორითში სავაჭრო ცენტრის 39,36 კმ.მ. ოთახი.
    საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ვარლამ ჭიპაშვილის განმარტებით მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ქონების აღწერა ამ დრომდე უნდა მომხდარიყო, რადგან წლების განმავლობაში არაერთი მუნიციპალური ქონება გაიძარცვა და გამოვიდა წყობიდან. ვარლამ ჭიპაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქონების აღწერა-შეფასების გარდა უნდა მოხდეს იმ პირების პასუხისმგებლობა, რომელთა მოვალეობა იყო მუნიციპალური ქონების მოვლა-პატრონობა, მაგრამ ვერ უზრუნველყო დაკისრებული ფუნქცია და ქონება გაპარტახდა.
    საკრებულოს დეპუტატი, პარტია პატრიოტთა ალიანსიდან, თემურ ფცქიალაძე დაინტერესდა, თუ რა თანხას შეადგენს საერთო ჯამში განსახილველად წარმოდგენილი საპრივატიზაციო ობიექტები. იგი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს საპრივატიზაციო ნუსხაში წარმოდგენილი ქონების შესწავლას და ფინანსურ ანალიზს, თუ რა რაოდენობის თანხა იყო თავის დროზე წარმოდგენილი ტექნიკის შესყიდვაზე გახარჯული, რომელთა ნაწილი ახლა ჯართის ფასად არის შეფასებული და რამდენით დაზარალდა ბიუჯეტი.
    სხდომაზე, ჯაბა ბერაძემ განმარტება გააკეთა კომპანია მაგთიკომზე ელექტრო საყრდენი ბოძების 10 წლის ვადით იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით. „კომპანია მაგთიკომი ბოჭკოვანი კაბელის გასაყვანად ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო 10 წლის ვადით პირდაპირი განკარგვის ფორმით (იჯარით) გადაცემას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ მერიას წერილით მიმართა. მოხდა არსებული ხაზოვანი ნაგებობის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრა 1,92 ლარით. აქედან გამომდინარე მაგთიკომი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 250 წერტილზე წლიურად 480 ლარს გადაუხდის.
    ამავე სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს სოფელ ლაშის საჯარო სკოლისათვის წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელის მინიჭების საკითხი. როგორც საკრებულოს აპარატის უფროსი ლენა კალანდაძე განმარტავს სკოლა აღნიშნულ სახელს ატარებდა, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო სკოლას სახელწოდება გაუუქმდა.
    ზემოთ აღნიშულ საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატები ვრცლად 6 აგვისტოს გამართულ საკრებულოს მორიგ სხდომაზე იმსჯელებენ.

     

     

    16 ივლისი 2018

    ნანახია: 98 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.847
    3.2356
    3.6143
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი