{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • განცხადება


    ხარაგაულის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „სხვა შუა დღეში“ ფოლკლორულ ანსამბლ „ოდილას“ შესახებ გასულ სიუჟეტს ეხმიანება.
    სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ანსამბლ „ოდილას“ დაფინანსება არ შეწყვეტია და ჩვენი შეფასებით, ანსამბლის შესახებ ასეთი ინტერპრეტაციით მომზადებული სიუჟეტი პირდაპირ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
    „ოდილა“ მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში გნხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ დროებით გადავიდა პროგრამულ დაფინანსებაზე, რითაც მათი ყოველთვიური ანაზღაურება სპეციალური პროგრამული დაფინანსებით შეიცვალა და ამის შესახებ ანსამბლის ყველა წევრი იყო ინფორმირებული.
    მნიშვნელოვანია, რომ სიუჟეტის ჩაწერამდე ხარაგაულის მერისგან და მერიის კულტურის სამსახურის უფროსისგან „ოდილას“ წევრებმა მიიღეს წინადადება, რომ მათი ყოველთვიური დაფინანსება მალე აღდგებოდა. კონკრეტულად, ეს მოხდება მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან, როცა სოფელ კიცხში, 2007 წელს გაუქმებული კულტურის ცენტრის აღდგენა იგეგმება. სამწუხაროა, რომ ზემოთ აღნიშნულის შესახებ გადაცემაში არცერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი.
    სიმართლეს არ შეესაბამება ასევე, ანსამბლ „უბისის“ დაშლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ „საუნჯის“ ლოტბარის ხელფასის განახევრებაც.
    მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და ხაზგასმით განვმარტავთ, რომ ტელევიზიის მხრიდან სიუჟეტის მომზადების შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია, გადაცემა მომზადდა ცალმხრივად, სადაც აშკარად იკვეთება მხარე და თემა პოლიტიკურ ჭრილში გადადის.
    ხარაგაულში ყოველთვის დიდი ყურადღება ეთმობოდა ფოლკლორისა და კულტურის განვითარებას, ამას მოწმობს წლების განმავლობაში შენარჩუნებული და აღნიშნულ სფეროში ქვეყნის მასშტაბით წარმატებით მოღვაწე შემოქმედებითი ჯგუფები. ფოლკლორის ხელშეწყობა ხარაგაულში იყო და ყოველთვის იქნება პრიორიტეტი.

     

    16 ივლისი 2018

    ნანახია: 72 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.847
    3.2356
    3.6143
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი