{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ანსამბლ „ოდილას“ დაარსებიდან 30 წლის იუბილე აქვს

    წელს ხარაგაულის უხუცესთა ანსამბლ „ოდილას“ დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა.
    საიუბილეო წელთან დაკავშირებით, ანსამბლმა, ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინიციატივით, ფესტივალ არტ-გენის ფოლკლორული ნაწილის დახურვის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
    ანსამბლის წევრებმა სამი სიმღერა შეასრულეს და როგორც ყოველთვის მაყურებლის ოვაცია და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
    „ოდილამ“, რომელიც საქართველოში კიცხის ფოლკლორული ანსამბლის სახელწოდებითაა ცნობილია, არაერთი უძველესი სიმღერა აღადგინა, მათ შორის ანსამბლის წევრებმა, სულიკო ციმაკურიძის მეთაურობით, გააცოცხლეს ისეთი ძველისძველი, იმერული ხალხური სიმღერები, რომელთა უმეტესობა თითქმის დავიწყებას იყო მიცემული.
    „ოდილას“ არტ-გენის ფესტივალზე მონაწილეობის 10 წლიანი ისტორია აქვს. ბოლო რამდენიმე წელია ანსამბლს ფესტივალში მონაწილეობა არ მიუღია. წელს ტრადიცია აღდგა და ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელშეწყობით უხუცესთა ანსამბლი კვლავ წარსდგა არტ-გენის მაყურებლის წინაშე.
    „ოდილამ“ არაერთხელ ასახელა ხარაგაული და გამორჩეული წარმატება მოუტანა რაიონს.

    13 ივლისი 2018

    ნანახია: 199 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.847
    3.2356
    3.6143
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი