{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ახალგაზრდების ინიციატივით ხარაგაულში რაგბი განვითარდება

    სანდრო ბერიძე და ნიკა ბანცაძე „ლელოს“ რაგბისტები არიან და ამ სპორტში შვიდი წელია ვარჯიშობენ.
    ხარაგაულელმა ბიჭებმა, მეგობარ არჩილ კიკნაძესთან ერთად, ინიციატივა - განავითარონ და ჩამოაყალიბონ ხარაგაულში რაგბის გუნდი, ხარაგაულის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს გააცნეს. შეხვედრას სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი, გრიგოლ ჭიპაშვილი ესწრებოდა.
    პირველ ეტაპზე, ზაფხულის განმავლობაში, ახალგაზრდები, ხარაგაულის საფეხბურთო სტადიონზე, 8-იდან 17 წლამდე ასაკის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოზარდებს ავარჯიშებენ.
    ნიკოლოზ თოფურიძემ სრული მხარდაჭერა აღუთქვა ახალგაზრდებს და აღნიშნა, რომ რაგბის ფედერაციასთან აუცილებლად დააყენებს საკითხს ხარაგაულში სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწყობის თაობაზე.
    სანდრო და ნიკა პირველ შეხვედრას რაგბის შესწავლის მსურველებთან 10 ივლისს, 10 საათზე, სტადიონზე გამართავენ. მნიშვნელოვანია, რომ საწყის ეტაპზე ვარჯიშისთვის საჭირო ინვენტარის მომარაგებას, ბიჭები თავად უზრუნველყოფენ.
    ვისაც გსურთ აქტიურად გაატაროთ ზაფხული და დაეუფლოთ რაგბის წესებს, დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 555 60 85 28 (ნიკა); 591 11 82 50 (სანდრო);

     

    9 ივლისი 2018

    ნანახია: 101 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.847
    3.2356
    3.6143
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი