{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საოჯახო სპარტაკიადაში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

    ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“(დირექტორი, გრიგოლ ჭიპაშვილი) ორგანიზებით ხარაგაულის სპორტ სკოლაში საოჯახო სპარტაკიადა გაიმართა. საოჯახო სპარტაკიადა მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველად გაიმართა და მასში შვიდი ოჯახი ჩაერთო.
    შეჯიბრი მეტად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. გუნდები ერთმანეთს სხვადსხვა აზარტულ სპორტულ ნომრებში შეეჯიბრნენ, რის შემდეგაც პირველი სამი ადგილის მფლობელი ოჯახები გამოვლინდნენ.
    პირველი ადგილი დაიკავა ბესო ბლუაშვილის ოჯახმა - (ვახანი,)
    მეორე ადგილი წილად ხვდა ვინერი შარიქაძის ოჯახს - (ხიდარი)
    ხოლო მესამე ადგილი- ვლადიმერ მაღრაძის ოჯახმა - (ლეღვანი)

    სპარტაკიადაში მონაწილე ყველა ოჯახი დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებითა და შესაბამისი ხარისხის სიგელებით.

     

    4 ივლისი 2018

    ნანახია: 90 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.847
    3.2356
    3.6143
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი