{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 5 ვაკანსიაზე კონკურსით შერჩეული პირები დანიშნა

    მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსად პეტრე შარიქაძე დაინიშნა, რომელიც, ამ დრომდე,  ამავე სამსახურში პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად მუშაობდა.

    ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილებას ერთი სპეციალისტი დაემატა. მამუკა ჭიპაშვილი აღნიშნულ სამსახურში ინფრასტრუქტურის საკითხებში მესამე კატეგორიის უმცროს სპეციალისტად იმუშავებს.

    მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილებას კიდევ ერთი სპეციალისტი დაემატა. პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტად იურიდიულ საკითხებში დღეიდან მარიანა ბურჯალიანი იმუშავებს, რომელიც ამ დრომდე მერიაში მდივან-რეფერენტის პოზიციას იკავებდა.    

    ნინო მანჯავიძე დაინიშნა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და დაგეგმარების განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტად საბუღალტრო საკითხებში. ნინო ამ დრომდე ლიბერთი ბანკის ხარაგაულის ფილიალში მუშაობდა.

    მერის წარმომადგენელს ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში დღეიდან ასისტენტი ეყოლება. აღნიშნული პოზიცია ალექსანდრე არღუნაშვილმა დაიკავა.  

     

     

     

     

    2 ივლისი 2018

    ნანახია: 1920 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.847
    3.2356
    3.6143
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი