{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „ერთი დღით ხარაგაულის მერად,,

    „ერთი დღით ხარაგაულის მერად“ პროექტის გამარჯვებულმა საბა ებანოიძემ ერთი დღე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ამპლუაში გაატარა.
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ესეების კონკურსში გამარჯვებულ საბა ებანოიძესთან ერთად დაესწრო ოფიციალურ შეხვედრებს, შეხვდა სხვადსხვა კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს, გაეცნო მერიის სამსახურებში მიმდინარე სამუშაო პროცესს, ასევე, დაათვალიერა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
    დღესვე, მერმა, საბა ებანოიძეს მისივე ხელით გაშენებული ბაღი აჩვენა და საკუთარი მეურნეობა დაათვალიერებინა.
    პროექტი ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
    ნიკოლოზ თოფურიძე მადლობას უხდის საგანმანათლებლო რესურცენტრს, განსაკუთრებით კი, პროექტის ავტორს ქალბატონ ნათია კაციტაძეს, საინტერესო ინიციატივისთვის.
    მერის განცხადებით, მისი ხარაგაულის მერობის 20 თვიან პერიოდში, დღეს ყველაზე განსხვავებული, საპასუხისმგებლო და საინტერესო დღე იყო.

    28 ივნისი 2018

    ნანახია: 81 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.847
    3.2356
    3.6143
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი