{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „განავითარე შენი რეგიონი"

    „განავითარე შენი რეგიონი“ – პროექტის ფარგლებში კინოთეატრში ხარაგაულელი ახალგაზრდების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.
    ღონისძიებას, რომელიც „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის“, „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით გაიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
    შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ხარაგაულის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ ის იდეები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას, რომლის განხორციელებასაც ისურვებდნენ მუნიციპალიტეტში.
    ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა და ხარაგაულის ბენდმა.
    მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ღონისძიების მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ხარაგაულის პოტენციალის საინტერესოდ წარმოჩენისათვის და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხარაგაული უფრო მეტად მიმზიდველი იყოს ახალგაზრდებისთვის.
    პროექტის ხელმძღვანელმა, გიგა გლუნჩაძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას მხარდაჭერისთვის და პროექტის ყველა მონაწილეს.
    პროექტი „განავითარე შენი რეგიონი“ სტუდენტური პარლამენტისა და საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების მიერ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

    28 ივნისი 2018

    ნანახია: 51 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.7928
    3.0383
    3.6133
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი