{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ანსამბლი ,,საუნჯე" 20 წლისაა

    18 ივნისს ხარაგაულის კინოთეატრში ანსამბლ ,,საუნჯის" 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

    ხელმძღვანელმა დალი მაღრაძემ მაყურებელს გააცნო ანსაბლის 20 წლის მანძილზე განვლილი ისტორია.
    საიუბილეო კონცერტი ანსამბლმა - ,,საუნჯე" მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული ნომრებით და ქართული ხალხური სიმღერებით წარმოგვიდგინა.
    საქართველოს ფოკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა, გიორგი დონაძემ ანსამბლს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ხარაგაულის ახალგაზრდობა ქართული კულტურული ტრადიციების გამგრძელებელია და სასურველი იქნება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, სალოტბარო სკოლის დაფუძნება, რომელსაც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი დააფინანსებს. ბავშვები შეძლებენ უფასოდ დაეუფლონ ქართულ ხალხურ სიმღერას, გალობას და ხელი შეუწყონ ქართული ხალხური შემოქმედბის შენარჩუნებას, განვითარებასა და პოპულარიზაციას.
    ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    19 ივნისი 2018

    ნანახია: 95 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.7928
    3.0383
    3.6133
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი