{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის საავადმყოფოში თვალის ოპერაციები ტარდება


    ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულება ადგილობრივებს მნიშვნელოვან სიახლეებს სთავაზობს. ამიერიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ კლინიკაში ოფთალმოლოგიური ოპერაციები გაიკეთონ. პირველი ოპერაცია პროფესორმა საშა ალექსიძემ დამხმარე მედ–პერსონალთან ერთად 30 აპრილს ჩაატარა, რომელმაც წარმატებით, ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა. მომსახურების ხარისხით კი პაციენტები კმაყოფილები არიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბატონ საშას ამ სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ამჟამად თბილისში სხვადასხვა, წამყვან კლინიკებში საქმიანობს. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.1982-1986 წწ. იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ოფთალმოლოგი; 1986-1988 წწ. გახლდათ რესპუბლიკურ ოფთალმოლოგიურ ცენტრში, პროფესორი, განყოფილების გამგე; 1989 წლიდან კი აღნიშნულ ცენტრს ხელმძღვანელობს.
    იგი ავტორია 85 სამეცნიერო ნაშრომის - კატარაქტის, გლაუკომის, თვალის ტრავმატიზმის, ბადურის ჩამოცლის პრობლემებზე.
    შეგახსენებთ, რომ თვალის ოპერაციები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, ის ფაქტიც, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებით. კერძოდ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დარჩენილი ხარჯის -70% უფინანსდება, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არარეგისტრირებულ პირებს კი - 50%.
    აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის კლინიკა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურითაა აღჭურვილი და აქ სხვადასხვა სახის ოპერაციები ტარდება.

     

     

    4 მაისი 2018

    ნანახია: 375 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.8781
    3.2002
    3.7556
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი