{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მავნებელთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა

    დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა  აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამრთეს.

    შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა, ბონდო კიკნაველიძემ დაინტერესებულ საზოგადოებას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა გააცნო და მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.  მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მავნებლის წინააღმდეგ ქიმიური პრეპარატის გამოყენების საკითხს.

    შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ინფორმირებულობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.

    „სახელმწიფო ჩართულია მავნებელთან ბრძოლის პროგრამაში. იქ სადაც მასობრივად არის აზიური ფაროსანა გავრცელებული, აუცილებელია მოხდეს  ქიმიური დამუშავება. ამისათვის  მობილიზებული იქნება შესაბამისი ტექნიკა, შესაწამლი აგრეგატები, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს“ - განაცხადა ბონდო კიკნაველიძემ.

    სოფლის მეურნეობის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომელმა, ნათია ბერაძემ  აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანა 300-მდე სახეობის მცენარეს ანადგურებს და მისი ძლიერი გავრცელების შემთხვევაში შესაძლოა მოსავლის დანაკარგმა 70%-ს მიაღწიოს.

    “მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა, რათა მოხდეს ფაროსანასთან მექანიკური ბრძოლა. ერთი ფაროსანას განადგურება  დაახლოებით, მომავალში, 200 მავნებლის განადგურებას ნიშნავს. იქ სადაც ფაროსანა მასობრივად არის გავრცელებული, უნდა მოხდეს  ქიმიური დამუშავება. ქიმიური პრეპარატების გამოყნებისას მკაცრად უნდა იყოს მითითებული რეკომენდაციები დაცული“.

    შეხვედრაზე მყოფი მეფუტკრეების აზრით ქიმიური წამლობის შედეგად ზიანი მიადგება ფუკტარს და ზარალი გაცილებით დიდი იქნება.

    როგორც ბონდო კიკნაველიძე განმარტავს, ქიმიური პრეპარატების გამოყენებამდე საფრთხის თავიდან ასაშორებლად აუცილებელია მოსახლეობის წინასწარ გაფრთხილება და ფუტკარის გადაყვანა 5 კმ-ის დაშორებით, ან ფუტკრის დროებით სკებში ჩაკეტვა.

    შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ ამერიკა 16 წელია ებრძვის აზიურ ფაროსანას და შესაბამისად ერთ წელიწადში ვერ მოხდება მავნებლის სრული განადგურება, თუმცა ის გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას.

     

     

    13 აპრილი 2018

    ნანახია: 288 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.2896
    3.6232
    4.033
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი