{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა

    ხარაგაულის მერიამ აბაშის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლების ტრასნპორტირება უზრუნველყო, სადაც მათ, სპეციალურად შექმნილ საკოორდინაციო შტაბში კონკრეტული მითითებები და დავალებები მიიღეს.
    აზიური მავნებელი ზამთრის სეზონიდან გამოსვლას ერთ თვეში დაიწყებს, ამიტომ, მოსახლეობამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროების მიერ გავრცელებული რეკომენდაციები, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
    მერის წარმომადგენლებმა პირადად დაათვალიერეს აბაშის შტაბში მობილიზებული სპეცტექნიკა, რითაც, კონკრეტულ სოფელში ათზე მეტი მავნებლის დაფიქსირების შემთხვევაში, ბრიგადა ადგილზე გადის და ყველა წესისა და პირობის დაცვით იწყება სათადარიგო ზომების მიღება.
    შტაბის ხელმძღვანელის ლაშა შალამბერიძის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში უკვე დაწყებულია ფაროსანას დამჭერი საშუალებების ე.წ. „ფერომონების“ განთავსება. ასევე, არის რამდენიმე ბუნებრივი საშუალება რითაც შეგვიძლია, მოსახლეობის ჩართულობით ვებრძოლოთ აზიურ მავნებელს.
    მნიშვნელოვანია, რომ 25 აპრილიდან, 1 მაისამდე პერიოდში სოფელ ვარძიაში, სადაც, ამ დროისთვის, ყველაზე მეტი ფაროსანაა დაფიქსირებული, დაიგეგმა საცდელი/საჩვენებლი შეხვედრა მოსახლეობასთან, მეტი ინფორმირებულობისა და აზიურ მავნებელთან ბრძოლის ცნობადობის ამაღლების მიზნით.
    აღნიშნული შეხვედრის შესახებ კონკრეტული თარიღის დადგენის შემთხვევაში, ინფორმაციას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის, kharagauli.gov.ge საშუალებით შეიტყობთ.

    3 აპრილი 2018

    ნანახია: 49 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.2896
    3.6232
    4.033
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი