{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • „თომატის თერაპია“ - პრეზენტაცია ხარაგაულში

    ინოვაციების ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „ორიონის“ წარმომადგენლებმა „თომატის თერაპიის“ პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ამბულატორიის ექიმები, ექთნები და სპეც-პედაგოგები  ესწრებოდნენ.

     „თომატის თერაპიასთან“ დაკავშირებით, დღის ცენტრის - „ორიონი“ ხელმძღვანელმა ჟანა ფერაძემ ისაუბრა. აღნიშნული თერაპია (მოცარტის მუსიკის დახმარებით) ხელს უწყობს მოსმენის, გაანალიზებისა და სხვადასხვა უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

    დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის მენეჯერმა, ინესა ზარნაძემ და თერაპევტმა სოფო ჩინჩალაძემ იმ პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სთავაზობს. 

    მომსახურების მიღება შშმ პირების სტატუსის მქონე პირებისთვის არის უფასო, შესაძლებელია თანადაფინანსებაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

    შეხვედრაზე ცენტრის ბენეფიციართა შესრულებით აჩვენეს ვიდეო-რგოლი „ყვავილის ისტორია“ და სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“.

    „ორიონი“  2004 წელს შეიქმნა და იქ ყველა ის ინოვაციური ტექნოლოგია და პროგრამაა დანერგილი, რომელიც შშმ ბავშვებს საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის დაეხმარებათ.  ამ ეტაპზე, ცენტრი 40 აღსაზრდელს ემსახურება.

    შეხვედრა ხარაგაულის მინიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის (უფროსი ნანა კიკნაძე) ორგანიზებითა და  არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაულის“ ხელმძღვანელის, რუსუდან გურგენიძის ინიციატივით გაიმართა.

     

     

    23 მარტი 2018

    ნანახია: 183 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.8781
    3.2002
    3.7556
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი