{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ნიკოლოზ თოფურიძე, წარმომადგენლებთან ერთად, ფაროსანას წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას დაესწრო

    ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების მიერ ორგანიზებულ (აზიური მწერის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია) შეხვედრას დაესწრო.
    მინისტრებმა ლევან დავითაშვილმა და ზურაბ ალავიძემ, აბაშის მუნიციპალიტეტში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების რეგიონალური შტაბი გახსნეს. მოგვიანებით კი, დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარაში, გურიასა და იმერეთში სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით ქ. ზუგდიდში, გაფართოებული შეხვედრა გამართეს.

    ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ოთხივე რეგიონში, 140 ერთეული სპეციალური ტექნიკის გამოყენებაა დაგეგმილი, რომელიც უკვე მობილიზებულია აბაშის რეგიონალურ შტაბში. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სახელმწიფო, წელს, ღონისძიებებს არამარტო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე განახორციელებს, არამედ კერძო სავარგულებზე, სადაც აუცილებელია სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენება.
    შეხვედრა, რომელსაც ოთხი რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
    სახელმწიფოს მთავარი მიზანია, მავნებლის წინააღმდეგ, შესაბამის სტრუქტურებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის, რაც შეიძლება მეტად კოორდინირებულად მოხდეს მუშაობა, რომ შედეგი დადგეს და მოსახლეობამ მოსავალი მიიღოს.

    21 მარტი 2018

    ნანახია: 44 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.8781
    3.2002
    3.7556
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი