{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

     

     

    დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და DCFTA-ას იმერეთის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ.

    შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონმიკისა და ქონების მართვის სამსახურის  უფროსი ჯაბა ბერაძე, გამგებლის წარმომადგენელები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები(სამსახურის უფროსი ბონდო კიკნაველიძე).

    შეხვედრა ძირითადად საკონსულტაციო ხასიათის იყო. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის უფროსმა ემზარ ღვინიანიძემ  სამრეწველო პალატის ფუნქციებისა და  სერვისების შესახებ საინტერესო ინფორმაცია წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას. ხოლო DCFTA-ს იმერეთის საინფორმაციო ცენტრის ექსპერტმა თათია მერკვილაძემ  ორგანიზაციის DCFTA-ს  შესახებ ისაუბრა. თათია მერკვილაძის განმარტებით ასოცირების შეთანხმების მე-4 თავში  საუბარია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებზე( იგივე DCFTA), რომლის საშუალებითაც ქართული ბიზნესისთვის იხსნება  ახალი პერსპექტივები ევროკავშირის ბაზარზე წვდომის, ასევე ჩნდება უკეთესი შესაძლებლობები ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. DCFTA-ასთან დაკავშირებული ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვის, საჭირო იქნება მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები და ინვესტიციები.

    თათია მერკვილაძის განცხადებით DCFTA-ას პროექტის ფარგლებში საქართველოში სამრეწველო სივრცე მაქსიმუმ  10 წლის განმავლობაში უნდა მოწესრიგდეს.   რისთვისაც  საჭიროა  ბიზნესოპერატორადიმ პირებისდარეგიტრირება, რომელთა საქმიანობა სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ვეტერინალური პრეპატარების და სხვა წარმოებებს უკავშირდება.  პროექტი ასევე მოიცავს სურსათის უვნებლობის აქტიურ კონტროლს, რაც გულისხმობს წარმოების ჰიგიენის, სასუქებისა და პესტიციდების არამიზნობრივად და არასწორად გამოყენების აკრძალვას.

    მიკვლევადობას- ცხოველის საკვებისთვის განკუთვნილინებისმიერინივთიერებისანსურსათისსაწარმოებლადგანკუთვნილიცხოველისშესახებმონაცემებისდადგენას.  დისტრიბუციისყოველეტაპზე, ფიტოსანიტარული, წარმოშობისადავეტერინარულისერტიფიკატებისდანერგვას, რაციქნებაერთ-ერთი გარანტიიმისა, რომევროპულბაზარზექართულიპროდუქციაადგილსდაიმკვიდრებს, ხოლო პროდუქტი, რომელიცვერდააკმაყოფილებსსაერთაშორისსტანდარტებსადგილობრივბაზარზეცარიქნებადაშვებული.

    შეხვერის დასასრულს საკითხის ირგვლივ გაიმართა დისკუსია.  მეწარმეებმა ყურადღება გაამახვილეს თხილის  წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შხამქიმიკატების გამოყენებასთან დაკავშირებულ თემებზე, ასევე იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც საქრთველოში მცირე და  საშუალო მეწარმეობის განვითარებაზე არის შექმნილი.

    9 აგვისტო 2017

    ნანახია: 154 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.2896
    3.6232
    4.033
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი