{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • სოფლის-მეურნეობის კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ხარაგაულელ ფერმერებთან შეხვედრა გამართეს

    დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებთან და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გამართეს.
    შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თემურ ჩხეიძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ბონდო კიკნაველიძე და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
    შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატივების სააგენტოს მიზნობრივი პროექტების სამსახურის უფროსმა დავით მამუკელაშვილმა ფერმერული კოოპერატივების შექმნის უპირატესობებზე ისაუბრა. მან ასევე დამსწრე საზოგადოებას „მაღალმთიან რეგიონებში საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ პროგრამა გააცნო.


    დავით მამუკელაშვილის ინფორმაციით მაღალმთიან სოფლებში მეცხოველეობის განვითარებისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს იმ შემთხვევაში თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა შეადგენს 11 მეპაიეს და ჰყავს 200 სული ფური დაახლოებით 200 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკა(ტრაქტორები, სათიბები და სხვა საჭირო მოწყობილობა)გადაეცემათ. კოოპერატივებს სათიბ-საძოვრები 25 წლიანი იჯარით გადაეცემათ.
    დავით მამუკელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 1 300 კოოპერატივზე გაიცა დაფინანსება. „სოფლის მეურნეობა, რომ განვითრდეს, ამისათვის მთავრობა მოსახლეობას ძალიან კარგ პროექტებს სთავაზობს. ამ ეტაპზე დაფინანსდა 400 მეფტკრე კოოპერატივი, რომლებსაც გადაეცათ სკები(30%-იანი თანადაფინასებით) თაფლის საწური, 200 ლიტრიანი ავზები თაფლის შესანახად და სხვა საჭირო ნივთები. რძის გადამამუშავებელ საწარმოებსა და მეღვინეობის კოოპერატივებს სრულად აუნაზღაურდათ საჭირო ტექნიკის შეძენის თანხები“.
    შეხვედრა დასასრულს კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და საკითხით დაინტერესებულმა პირებმა რეკომენდირებული პასუხები მიიღეს.

     

    1 აგვისტო 2017

    ნანახია: 387 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    2.8781
    3.2002
    3.7556
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი