საზოგადოება

პოლიტიკა

კულტურა

ჯანდაცვა და სოციალური

სოფლის მეურნეობა

სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2348.JPG
25/04/2024

ხარაგაულის მერია, პოზიტიური მშობლობის საპილოტე პროგრამაში ჩაერთო

ხარაგაულის მერი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პოზიტიური მშობლობის შესახებ პროგრამის გახსნით ღონისძიებას დაესწრო. კობა ლურსმანაშვილი შეხვედრაზე, პროგრამის საპილოტე მუნიციპალიტეტის მერის სტატუსით გახლდათ მიწვეული.   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში შეკრებილმა ექსპერტებმა, სპეციალისტებმა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა პოზიტიური მშობლობის პროგრამა განიხილეს. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე -რატი იონათამიშვილი, პარლამენტის ბავშვის უფლებათა საბჭოს თავმჯდომარე -ბაია კვიციანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში -ნიკო თათულაშვილი, გერმანიის ელჩის მოადგილე- ტანია ჰუთი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი - სოფო კილაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროგრამა ოჯახის გაძლიერებას ემსახურება და მისი მიზანია, დაეხმაროს მშობელს, რომელსაც ბავშვის აღზრდის პოზიტიური უნარების შესაძენად პროფესიონალის მხარდაჭერა სჭირდება. დახმარება ორ შემთხვევას მოიაზრებს: პრევენცია - პრობლემის წარმოქმნისთანავე დაიწყოს მუშაობა პროფესიონალმა, იმისათვის რათა ის არ გაღრმავდეს და არ მიაღწიოს ისეთ ნიშნულს, როდესაც ბავშვის კეთილდღეობას პირდაპირი საფრთხე შეექმნება, რაც, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ბავშვის ოჯახიდან განცალკევებას; რეინტეგრაცია - სახელმწიფო მშობლებს დაეხმაროს განცალკევებული ბავშვების ოჯახში დაბრუნებაში, რეინტეგრაციაში, როდესაც მშობელს სჭირდება გაძლიერება და შესაბამისი უნარების შეძენა, იმისათვის, რათა მან ღირსეულად შეძლოს ოჯახში ბავშვზე ზრუნვა. პროგრამის განხორციელების საჭიროება, მუნიციპალიტეტებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს შორის კოორდინაციის პროექტის განხორციელებისას, მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიკვეთა.    პროგრამა საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახის გაძლიერებისა და პოზიტიური მშობლობის გერმანული გამოცდილების საფუძველზე იქმნება. მასში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ასევე, ხარაგაულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/439915089_843478451149806_251187051301610416_n.jpg
24/04/2024

საგრანტო კონკურსი - ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისთვის

ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, აცხადებს მასშტაბურ საგრანტო კონკურსს. კონკურსის მიზანია ქვეყანაში არსებულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, თემატური პრიორიტეტების შესაბამისად, ახალგაზრდებში განავითარონ სხვადასხვა კომპეტენცია. სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიიდან გამომდინარე, საგრანტო პროექტი შედგენილი უნდა იყოს შემდეგი თემატური პრიორიტეტების შესაბამისად: მშვიდობის მშენებლობა და კულტურათაშორისი დიალოგი, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია; მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა; მეწარმეობა, მათ შორის, მწვანე, ციფრული და სოციალური მეწარმეობა;  აქტიური მოქალაქეობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა; ახალგაზრდებში სოციალური და დასაქმების უნარების გაძლიერება; არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელებას; მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის საკვანძო კომპეტენციების გადაცემა (მათ შორის, ციფრული კომპეტენციების განვითარება). ასევე, წარმოდგენილი საგრანტო პროექტი, შესაძლოა, მოიცავდეს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების გაძლიერებისთვის, საჭირო უნარების შეძენის მიზნით, შესაბამისი სწავლების/ტრენინგის განხორციელებას. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს - ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. კონკურსის საერთო ბიუჯეტია 500 000 ლარი. მინიმალური თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად შეადგენს 50 000 ლარს, მაქსიმალური - 100 000 ლარს. საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 22 აპრილიდან 2024 წლის 13 მაისის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე - grants-2@youthagency.gov.ge. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე : https://shorturl.at/sQRVX
სრულად