-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი
> ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი
> ხარაგაულის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი
> ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,უბისი"
დიდი ტრადიციის მქონეა ხარაგაულის კულტურის ცენტრი. საინტერესო, ხანგრძლივ გზაზე იარა მისმა შემოქმედებითმა კოლექტივმა. 1941 წლის 30 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა სარაიონო კულტურის სახლი. მისი პირველი დირექტორი გახლდათ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ხალხური სიმღერის ჭეშმარიტი მოამაგე ივანე (ბიჭიკო) აბაშიძე. იგი ხელოვანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება,რომელთაც დიდი ამაგი დასდეს ქართულ საგუნდო ხელოვნებას. კერძოდ, ძველი, მივიწყებული, ქართული ხალხური სიმღერების მოძიებას, აღდგენასა და პოპულარიზაციას. ბიჭიკო აბაშიძემ დაუღალავი შრომით აღადგინა ოცდაათამდე ძველი იმერული სიმღერა და შექმნა ოცამდე სიმღერა. ამ პერიოდში კულტურის სახლში არსებობდა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი,ხარაგაულის „დიდ გუნდად“ წოდებული , რომელსაც 1947-1952 წლებში მინიჭებული ჰქონდა სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი.
ბატონი ბიჭიკო ხარაგაულის კულტურის სახლს გახსნის დღიდან 25 წლის განმავლობაში უდიდესი წარმატებით ხელმძღვანელობდა. ფართო და მრავალმხრივი იყო მისი შემოქმედებითი დიაპაზონი. იგი თეატრალური ნიჭითაც გახლდათ დაჯილდოებული. მან ხარაგაულის სახალხო თეატრში მრავალი სცენური სახე შექმნა. ბიჭიკო აბაშიძემ მთელი თავისი ცხოვრება რაიონის კულტურული დონის ამაღლებას შეალია. ბიჭიკო აბაშიძე 1986 წლის დეკემბერში 80 წლის ასაკში გარადაიცვალა. „ სიმღერა ჩემი ცხოვრების თანამგზავრია. იგი მწინამძღვრობს და მსურს, რომ რადგან ყველანი მოკვდავნი ვართ, მარადიული სამყოფელისკენ მიმავალ გზაზე სიმღერით გამაცილონ,რათა სიმღერა მუდამ ჩემთან დარჩეს,-უთქვამს ბიჭიკო აბაშიძეს. მისმა მეგობრებმა და აღზრდილებმა სურვილი აუსრულეს და „მრავალჟამიერით“ მიაცილეს სამარის კარამდე.
1966 წლიდან კულტურის სახლს სათავეში ჩაუდგა ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებული კოლორიტული პიროვნება, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ოთარ აბაშიძე, რომლის სახელსაც დღეს ატარებს ხარაგაულის სახალხო თეატრი. იგი გახლდათ სახალხო თეატრის პირველი რეჟისორი. ძალზედ დიდია ბატონი ოთარის დამსახურება ხარაგაულის თეატრალურ ცხოვრებაში, როგორც ნიჭიერი შემოქმედის, მსახიობთა მრავალი თაობის აღმზდელისა და დამრიგებლისა. მის მიერ ხარაგაულის სცენაზე განხორციელდა მრავალი სპექტაკლი. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ , მ. მთვარაძის „ სახსოვარი“, ნ. არეშიძის „ შენ ჩემი შვილი არა ხარ“, გ.თელიას „ ზედაზელი ქალი“, ო. ტურიაშვილის „ ალაშტრახი“, ც. სოლოდარის „ ერთი დღე აგარაკზე“, ლ. მილორავას „ მოხუცის გული“ და სხვა. მისი ხელმძღვანელობით მრავალი მხატვრული ღონისძიება გაიმართა რაიონში. იგი ამასთანავე გახლდათ ბიჭიკო აბაშიძის „დიდი გუნდის“ წევრი. ბატონი ოთარი წარმატებული მსახიობი იყო. მან არაერთი როლი განასახიერა სცენაზე. ოთარ აბაშიძე 1996 20 ივლისს გარდაიცვალა და თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით ნათელი კვალი დატოვა .
1983 წლიდან კულტურის სახლს სათავეში ჩაუდგა თამაზ კიკნაძე. მან ღირსეულად გააგრძელა ის დიდი ტრადიცია, რომელსაც სათავე ბიჭიკო აბაშიძემ დაუდო. იგი გახლდათ შესანიშნავი რეჟისორი, მსახიობი, მომღერალი, ლოტბარი, დეკლამატორი. თამაზ კიკნაძის სარეჟისორო მოღვაწეობა დაიწყო სადიპლომო სპექტაკლით „ კოლმეურნის ქორწინება“. შემდეგ იყო გ. შატბერაშვილის „ფიქრის გორა“, ა. სამსონიას „ჩემი შვილი სიმონი“, ო.იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“, ნ.დუმბაძის „ თეთრი ბაირაღები“, დ. კლდიაშვილის „სოლომან მორბელაძე“, რ. ერისთავის „ ჯერ დაიხოცნენ ,მერე იქორწინეს“.
1990 წელს გურჯაანში გამართულ სახალხო თეატრის რესპუბლიკურ ფესტივალზე ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლს „ დარისპანის გასაჭირი“ მთავარი პრიზი მიენიჭა. ამავე სპექტაკლმა ლატვიის ქალაქ ლიმბაჟის მოყვარულთა თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა. 1991 წელს უკრაინაში ჩატარდა საქართველოს კულტურის დღეები, სადაც წარმატებით მონაწილეობდა „შემოძახილი“.
1987 წელს კულტურის სახლში ჩამოყალიბდა ფოლკლორული ანსამბლი „ შემოძახილი“, ხელმძღვანელი თამაზ კიკნაძე. მის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს შედიოდენ ვაჟა სვანიძე, ნიკოლოზ დეკანოსიძე, ზურაბ კვაშილავა, ომარ ჩაჩანიძე, შოთა კაციტაძე. 1988 წ. „შემოძახილმა“ ხალხური სიმღერის ფესტივალზე , „ სულიკო-88“ გრან-პრი მოიპოვა. თამაზ კიკნაძე გარდაიცვალა 2003 წლის 24 მარტს.
ხარაგაულის კულტურის სახლში სახალხო თეატრისა და სიმღერის სახალხო ანსამბლის გარდა სხვადასხვა წლებში ფუნქციონირებდა ხალხურ საკრავთა ანსამბლი (ხელ. გაიოზ ვაშაძე), საესტრადო ანსამბლის ( ხელ_ლი ნათელა კაციტაძე), რომელსაც კონსულტაციას უწევდა კომპოზიტორი მიხეილ ჩირინაშვილი, თოჯინების თეატრი ( რეჟისორი ავთანდილ გოგოლაძე, ნოდარ კემულარია, კარლო გოგლიჩიძე), ქორეოგრაფიული წრე ( ქორეოგრაფი ლევან ლურსმანაშვილი).
ა.(ა).ი.პ ხარაგაულის „კულტურის ცენტრი“ შეიქმნა 2007 წლის 18 ივნისს. კულტურის ცენტრში ფუნქციონირებ შემდეგი შემოქმედებითი კოლექტივი და წრეები:
- ო. აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი ( რეჟ. ირინე ჩხეიძე).
2. საბავშო,სანიმუშო,სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“ (ქორეოგრაფები ზაზა და ელისო ლურსმანაშვილები).
3. ხალხური სიმღერის ანსამბლი (ხელმ. ზაქარია ბერაძე).
4. ფოლკლორული ჯგუფი „ოდილა“ (ხელმ. იუზა ბერაძე).
5. ვაჟთა ვოკალური ანსამბლი (ხელმ. გიორგი ჩოგოვაძე).
6. თოჯინების თეატრი (რეჟ. ირინე ჩხეიძე).
7. ხალხური რეწვის წრე ( ხელ. ირმა ბუაჩიძე).
8. ხალხური საკრავთა ( ფანდური, ჩონგური) შემსწავლელი წრე (ხელმ. თამილა კირთაძე).
9. მხატვრული კითხვის შემსწავლელი წრე ( ხელმ. ბიჭიკო მაისურაძე).
აღსანიშნავია კულტურის ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივების ნაყოფიერი მუშაობა. 2012 წელს გამართულ იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე სახალხო თეატრის სპექტაკლმა „ თანამდევი სული“ გრან-პრი დაიმსახურა. იმავე სპექტაკლით თეატრის დასი იმყოფებოდა თურქეთში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, სადაც ასევე გრან-პრის მფლობელი გახლდა. 2014 წლის მაისში თეატრი იმყოფებოდა ბელგიაში, ქ. ბრიუსელში.
წარმატებით მოაღაწეობს ქორეოგრაფიული ანსამბლი „ უბისი“. იგი მრავალი რესპუბლიკური ფესტივალის ლაურეატია. 2013 წელს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის დადგენილებით ანსამბლს მიენიჭა საბავშო, სანიმუშო, სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის წოდება, ხოლო 2015 წ. მარტში ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფს ზაზა ლურსმანაშვილს წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობას, ქორეოგრაფიის ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და კავშირის საქმიანობაში შეტანილი მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენით.ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტში „ჩემი საქართველოს აქ არის“.
2009 წელს ანსამბლის ქორეოგრაფ ზაზა ლურსმანაშვილის ინიციატივით დაარსდა ქორეოგრაფიული ფესტივალი „ კიდევაც დაიზრდებიან“, რომელშიც მონაწილეობენ მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული სტუდიები.
2014 წლის აგვისტოში ბულგარეთში გამართულ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე ხალხური სიმღერის ანსამბლმა გრან-პრი მოიპოვა.
თოჯინების თეატრმა არაერთი საპექტაკლი განახორციელა. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლები ნაჩვენები იქნება მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ტერიტორიულ ერთეულში. 2014 წელს თოჯინების თეატრი მონაწილეობდა ხელვაჩაურში გამართულ თოჯინების თეატრების რესპუბლიკურ ფესტივალში „ტიკინები“, სადაც საყოველთაო მოწონება და აღიარება დაიმსახურა.
ფოლკლორული ჯგუფი „ოდილა“ ფოლკლორის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. 1988 წელს ხალხური სიმღერის ფესტივალზე „სულიკო 88“ „ოდილამ“ ტელევიზიის მთავარი პრიზი მოიპოვა. ანსამბლის შემქნელი და სულისჩამდგმელი გახლდათ აწ განსავენებული სულიკო ციმაკურიძე. ანსამბლში სხვადასხვა დროს მღეროდნენ ნოდარ ბერაძე, იური ჩხიკვაძე, ბორის ზვიადაძე, იუზა ბერაძე, ომარი კვარაკვახიძე, სამსონ ავალიშვილი,დუტუ გიორგაძე.
სასიამოვნო სიახლეა ვაჟთა ვოკალური ანსამბლი,რომელიც ძირითადად ქალაქურ სიმღერებს ასრულებენ. ანსამბლის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა სიმღერა „ოდა ხარაგაულს“(მუსიკისა და ტექსტის ავტორი დალი მერაბიშვილი),რომლის პრემიერაც საზოგადოებრივ მაუწყებლობის გადაცემაში „ეტალონი“ შედგა. 2014 წელს გამართულ „ვარინკობის“ დღესასწაულის ფარგლებში გამართულ სიმღერის ფესტივალზე თეა ჯანიაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა.
კულტურის ცენტრის შემოქმედებით წრეებში გაერთიანებულია 60 მოსწავლე. წრეებში მეცადინეობა უფასოა. შემოქმედებითი წრეების წევრები აქტიურად მონაწილეობენ როგორც კულტურის ცენტრის შიდა,ასევე მუნიციპალიტეტში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებსი.
ხარაგაულის კულტურის ცენტრი თანამშრომლობს კულტურული მიმართულების სხვა ა.(ა).ი.პ დაწესებულებებთან. კულტურის ცენტრის თანამშრომელთა მონაწილეობით ტარდება ხარაგაულში ყველა ღირსშესანიშნავი კულტურული ღონისძიება.
კულტურის ცენტრი კვლავაც აქტიურად განაგრძობს მუშაობას იმ ბრწყინვალე კულტურული ტრადიციების გასაგრძელებლად,რითაც სამართლიანად ამაყობს ხარაგაული.

2.9573

3.2796

3.8826