-
მერია
- მერი
- პირველი მოადგილე
- მოადგილე
- მერიის დებულება
-
სტრუქტურული ერთეულები
- ადმინისტრაციული სამსახური
- საფინანსო საბიუჯეტო-სამსახური
- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური
- ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
- ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური
- კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
- ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური
- სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური
- შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური
- საკრებულო
- მაჟორიტარი დეპუტატი
- ადმინისტრაციული ერთეულები
-
იურიდიული პირები
- ა.ა.ი.პ ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი"
- ა.ა.ი.პ ხარაგაულის ,,კულტურის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ნინო სახვაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა"
- ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი"
- ა(ა)იპ ,,ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი'
- ა.ა.ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა"
- ა.ა.ი.პ ,,სათნოების სახლი"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულდასუფთავება"
- ა.ა.ი.პ ,,ხარაგაულკეთილმოწყობა''
- ა.(ა)ი.პ. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის სამსახურის
-
ა(ა)ი.პ. ხალხური შემოქმედების სახლი
- სამსახურის შესახებ
-
განათლება
- საგანმანათლებლო რესურსცენტრი
-
საჯარო სკოლები
- სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
- კიცხის საჯარო სკოლა
- ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
- ზვარის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- ბაზალეთის საჯარო სკოლა
- დაბის N 2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
- საღანძილის საჯარო სკოლა
- ლეღვნის საჯარო სკოლა
- ვახანის საჯარო სკოლა
- მოლითის საჯარო სკოლა
- წიფის საჯარო სკოლა
- ხიდრის საჯარო სკოლა
- ვარძიის საჯარო სკოლა
- წყალაფორეთის საჯარო სკოლა
- ლაშის საჯარო სკოლა
- ნადაბურის საჯარო სკოლა
- ღორეშის საჯარო სკოლა
- ბორითის საჯარო სკოლა
- ხევის საჯარო სკოლა
- ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
- სარგვეშის საჯარო სკოლა
- უბისის საჯარო სკოლა
- ხუნევის საჯარო სკოლა
- ვაშლევის საჯარო სკოლა
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
- სკოლამდელი დაწესებულებები
- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი
- პროფკავშირები
- ადმინისტრაციის შესახებ
- ა.ა.ი.პ. „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპლური ცენტრი“
- ბიუჯეტი
- სოფლის მეურნეობა
- სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
- კულტურა და სპორტი
- ჯანდაცვა და სოციალური სფერო
- ინფრასტრუქტურა
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
- მართლწესრიგი
- კანონმდებლობა
- ნოტარიუსი
- არქივი
ვარძია
გამგებლის წარმომადგენელი ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულში - მზექალა გლუნჩაძე
ტელ :599 06 29 27
ტერიტორია–125871ჰა.
მოსახლეობა-539 კომლი 1665 მცხოვრებით
მანძილი ხარაგაულიდან საკრებულოს ცენტრამდე –18კმ.
ადმინისტრაციული ცენტრი–ვარძია
ვარძია–მდებარეობს სამხრეთ იმერეთის მთისწინეთში, მდინარე ბორიმელას მარცხენა მხარეს ზ. დ.400მ, ხარაგაულიდან 18კმ.
ისტორიული წყაროებიდან ჩანს, რომ სოფელი უკვე არსებობდა XI-XII სს.სოფლის მშვენებაა ღვთისმშობლის ეკლესია.ამ ეკლესიის ადგილზე წარსულში სამონასტრო კომპლექსი ყოფილა აკადემიკოს სიმონ ყაუჩიშვილის გამოკვლევით კომპლექსი XI-XIII
საუკუნეებშია აგებული. ხალხური გადმოცემით ვარძიის სამონასტრო კომპლექსი
თამარ მეფის ბრძანებით აუგიათ. მეფე თამარი მესხეთის ვარძიიდან მობრძანდებოდა თავისი
ამალით და ღვთისმშობლის ხატს მოასვენებდა. თან მოჰყავდა მის მიერ გაქრისტიანებული
ახალციხელი თათრები. მეფეს ღამე ჩხერის ციხეში გაუთევია. ძილში დასიზმრებია, სადაც უნდა აეშენებია ეკლესია. როცა იმ ადგილას მისულა, საოცარი სილამაზე გადაშლია თვალწინ.
მეფეს აქ დაუსვენებია ღვთისმშობლის ხატი და უბრძანებია ეკლესიის აშენება. ტაძრის გარშემო კი მესხეთიდან მოყვანილი თათრები დაუსახლებია. მესხეთის ვარძიის საპატივსაცემოდ, ამ ადგილისთვის თამარ მეფეს ვარძია უწოდები. 1700 წელს ლეკთა დაქირავებულიმა ჯარმა ვარძიის მონასტერი გადაწვა. შემდეგში უძველესი მონასტრის ადგილას თეთრი თლილი ქვით მოპირკეთებული გუმბათოვანი ეკლესია აუგიათ. მშენებლობისას გამოუყენებიათ ძველი ტაძრის ქვები. ეკლესიის სამრეკლოს კედლის წყობაში ჩატანებული ქვების წარწერით დასტურდება ძველი მონასტრის აშენების თარიღი XI-XIII საუკუნეები.
ვარძიის მონასტერი საუკუნეების განმავლობაში იყო კულტურულ საგანმანათლებლო კერა. ჩვენამდე მოაღწია XVIII- ს–ში ვარძიაში შექმნილმა ქართულ–თურქულმა სასწავლო წიგნმა.
1783 წელს, იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა , სოფელი ვარძია თავისი მონასტრით, ადგილ მამულით და ტყეებით კვიპაროსის დედარვთისას ბერძნულ კიკოს მონასტერში შესწირა. სოლომონ II განაახლა შეწირულობის წიგნი. ასე რომ, 1783 წლიდან მოყოლებული,
1914 წლამდე ვარძიაში ბერძენი ბერები იგზავნებოდნენ შვიდ წელიწადში ერთხელ. ისინი კრეფდნენ გადასახადს , აკეთებდნენ ჩანაწერებს ადგილობრივი მოსახლეობის შესახებ და ასე იქმნებოდა სოფელ ვარძიის მატიანე.
XIX –ს–ში მონასტერი მეტად უნუგეშო მდგომარეობაში ჩავარდნილა, იმდროინდელი საგაზეთო წერილებიდან ირკვევა, რომ ადგილობრივი მცხოვრებნი მონასტრის თლილ ქვებს გზის გასამშრალებლად იყენებდნენ და მონასტრის ქონება ნიავდებოდა.
1905 წლის რევოლუციის დროს გლეხებმა დაარბიეს ვარძიის მონასტერი, არქიმანდრიტი კი გაიქცა. 1914 წელს ბერების მიმოსვლა შეწყდა, ვარძიაში საცხოვრებლად დარჩა ვინმე ძაბუნიდი. აქედან გაჩნდა სოფელში გვარი– ძაბუნიძე.
ამჟამად ეკლესია აღდგენილია და მოქმედი. იქ ზეიმობენ ,,დედაღვთისობის ‘’
დღესასწაულს აღდგომიდან მესამე ორშაბათს.
სოფელში არის ადგილი, რომელსაც მოსახლეობა ,,ქოშიგორას“ ეძახის. ეს სახელწოდება თამარ მეფეს უკავშირდება. მეფეს ვარძიაზე გავლით მგზავრობისას წვიმიანი დარი დასდგომია. გზები ატალახებული ყოფილა. ცალი ფეხი ჩაფლობია და ოქროს ქოში შიგ ჩარჩენია. არ ამოიღოთო –უბრძანებია მეფეს. ის ქოში გლეხს უპოვნია და თამარ მეფის საპატივსაცემოდ ხალხს ამ ადგილისთვის ,,ქოშიგორა“ შეურქმევია.
სოფლის ღირსებაა განათლების საუკუნოვანი კერა– ვარძიის სკოლა.
საკრებულოში გავრცელებული გვარებია: აბაშიძე, აბჟანდაძე, ავალიშვილი, ამაშუკელი, ბააკაშვილი, ბედიაშვილი, ბერაძე, ბუბულაშვილი, გაგოშიძე, გამცემლიძე, გოგოლაძე, გოგსაძე, გრიგალაშვილი, დევდარიანი, დეკანოსიძე, ედიბერიძე, ენუქიძე, კაკოიშვილი, კვანტიძე, კვინიკაძე, კვირიკაშვილი, კიკნაველიძე, კოჩაძე, კუტალეიშვილი, კვანტრიშვილი, ლევიძე, მაისურაძე, მაღრაძე, მაჩიტაძე, მაჭავარიანი, მდივნიშვილი, ნიქაბაძე, ოკრიბელაშვილი, პაპიძე, სალაძე, სარალიძე, სვანიძე, სიხარულიძე, ქათამაძე, ქელაშვილი, ქოჩიაშვილი, ღონღაძე, შველიძე, ჩაჩანიძე, ჩიჩილიძე, ციმაკურიძე, ცქიტიშვილი, ჭიჭინაძე, ხეცაძე, ხვიჩია, ხიჯაკაძე, ჯოხაძე, ძაბუნიძე.

2.8647

3.2024

3.8341