{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დებულება

    დებულება


    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
    დადგენილება №37
    2014 წლის 2 სექტემბერი დაბა ხარაგაული

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 22.12.2017წ.

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1 დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის თანდართული დებულება (დანართი №1). ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 22.12.2017წ.

    მუხლი 2 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №24 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ აქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საკანონმდებლო მაცნე №29, 2010 წლის 24 სექტემბერი, მუხლი 818).
    მუხლი 3 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ინგა მაღრაძე
    საკრებულოს თავმჯდომარე
    დანართი №1
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 22.12.2017წ.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება
    მუხლი 1. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
    1. კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
    2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, მერიის დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
    3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
    4. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდებით.
    5. სამსახურის იურიდიული მისამართია ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, 9 აპრილის ქ. №15.
    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება:
    ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან;
    ბ) მე-III რანგის უფროსი სპეციალისტები;
    გ) მე-IV რანგის უმცროსი სპეციალისტები.
    2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის და ამ დებულებით, ასევე სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
    3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
    მუხლი 3. სამსახურის უფლება-მოვალეობები

    1. კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ფუნქციაა:
    ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების, კულტურის და სასპორტო ორგანიზაციების განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება;
    ბ) წინადადებისა და პროექტების შემუშავება დაქვემდებარებული კულტურის, სპორტის, საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
    გ) კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და განხორციელება;
    დ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალურ, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა;
    ე) კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
    ვ) სპორტულ და კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება; მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი
    ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია;
    ზ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა;
    თ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
    2. სამსახურს უფლება აქვს:
    ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
    ბ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულის, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;
    გ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
    დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის, სამსახურის დებულებითა და მერიის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;
    ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სხვადასხვა სახის კულტურულ-სპორტული, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროგრამებისა და რონისძიებების უზრუნველყოფას.

    მუხლი 4. სამსახურის უფროსი
    1. უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პასუხს აგებს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
    2. სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობა განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომლებსაც ანაწილებს სამსახურის უფროსი და წარუდგენს მერს.
    3. განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს.
    4. დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში.
    5. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
    მუხლი 5. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
    1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით.
    2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.
    მუხლი 6. სამსახურის ზედამხედველობა სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი.
    მუხლი 7. სამსახურის ქონება სამსახურის სარგებლობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

    ვალუტის კურსი
    2.5703
    2.962
    3.2987
  • სამსახურის უფროსი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი