{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ა.ა.ი.პ ,,ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება"

    გაერთიანების დირექტორი

    მამუკა ჭიპაშვილი

    577 555 740


    დაიბადა 1971 წლის 16 მაისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ისლარში. სწავლობდა ხარაგაულის №1 საშუალო სკოლაში. 1993 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საავტომობილო გზების მშენებლის სპეციალობით.

    1993-1994 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე იუმორისტული გადაცემის სცენარისტად, ამავე წლებში იყო ,,საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა’’ კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი.

    1995 წლიდან მუშაობა დაიწყო ხარაგაულის გამგეობაში „გამგებლის მრჩევლად ადგილობრივ თვითმმართველობებთან მუშაობის დარგში“.

    1997-2002 წლებში იყო ხარაგაულის „ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის“ სამსახურის უფროსი. პარალელურად 1998 წლიდან გაზეთ ,,ჩემი ხარაგაულის’’ დამფუძნებელი და დირექტორი.


    2002-2006 წლებში დაბა ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატი.

    2002-2004 წლებში ხარაგაულის გამგებლის მოადგილე.

    2005-2006 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი.

    2007-2008 წელს დაბა ხარაგაულის რწმუნებული.

    2009-2012 წელს ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე საკრებულოში.

    2012-2013 წლებში ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი.

    2013-2015 წლებში ა(ა)ი.პ. „ხარაგაულის ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ დირექტორი.

    2015-2016 წლებში გამგებლის მრჩეველი ტურიზმის საკითხებში.

    2017 წლიდან ხარაგაულის ა(ა)ი.პ. „ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორია.

    2011 წელს დაჯილდოვდა ღირსების მედლით „ხარაგაულის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის“.

    არის ლიტერატურული კონკურსების არაერთგზის გამარჯვებული. გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი.

    ფლობს ქართულ და რუსულ ენებს. 

     

     

    • თამარ ავალიშვილი ..........................................მოადგილე
    •  ქეთევან კურტანიძე .......................................მოადგილე
    •  მანანა ჭანკოტაძე ........................................... მთ.ბუღალტ.
    •  ლია არღუნაშვილი ..........................................ბუღალტერი
    •   ხათუნა ბოგვერაძე..........................................ბუღალტერი
    •  ეკატერინე ჩეკურიშვილი  .................................ინგლ. მასწ.
    •  მარინა  ტაბატაძე ..............................................საქმეთა მმართველი

     

    გაერთინებაში შემავალ ბაღებში ჩარიცხულ აღსაზრდელთა სია

     

     

    • ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღი 
    • ხარაგაულის №2 საბავშვო ბაღი  
    • სოფელ ხევის საბავშვო ბაღი  
    • სოფელ ხუნევის საბავშვო ბაღი 
    • სოფელ ვერტყვიჭალის საბავშო ბაღი
    • სოფელ ბორითის საბავშვო ბაღი  
    • სოფელ მოლითის საბავშო ბაღი 
    • სოფელ კიცხის საბავშვო ბაღი  
    • სოფელ წყალაფორეთის საბავშვო ბაღი 
    • სოფელ ღორეშას საბავშვო ბაღი
    • სოფელ ნადაბურის საბავშვო ბაღი
    • სოფელ ვახანის საბავშვო ბაღი
    • სოფელ წიფას საბავშვი ვაღი
    • სოფელ ხიდრის საბავშვო ბაღი

     

     

     

    ვალუტის კურსი
    2.4402
    3.0017
    3.4343
  • გაერთიანების შესახებ
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი